თამარ ჩიბურდანიძე: ოპოზიციას არ სჭირდება მოაზროვნე საზოგადოება, ისინი რევოლუციურ სცენარზე მუშაობენ და 26 მაისისთვის ემზადებიან, რომ ევრობიუროკრატებს დაანახონ, რომ ისევ არსებობენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
45 30 აპრილი 2026, 23:03

ოპოზიციის სტრატეგიასა და მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ.

„რადიკალების მესიჯია, რომ ისევ არსებობენ. ამ მიზნით ემზადებიან ახლა 26 მაისისთვის, რომ ევროპას დაანახონ, რომ ისევ არიან, რადგან ევროპა ჩაქრა. ჩვენ ვხედავთ, რომ ევროპიდან ისეთი განცხადებებიც აღარ მოდის, როგორც მანამდე მოდიოდა. რადიკალებს უნდათ ამ აქტივობის გაცოცხლება“- განაცხადა ანალიტიკოსმა და აღნიშნა, რომ ოპოზიციის გათვლა არ არის მოაზროვნე ამომრჩეველზე და ისინი რევოლუციურ სცენარზე მუშაობენ, მათ შორის კონკრეტული თარიღებისთვის კულმინაციის შექმნით.

„ამ ოპოზიციას არ სჭირდება მოაზროვნე საზოგადოება, რადგან მოაზროვნე ხალხს ესენი არ მოეწონება, ამიტომ მათი გათვლა არის რევოლუციაზე. მართლა ძალიან მიყვარს ყველა ახალგაზრდა და გული შემტკივა იმ ახალგაზრდებზე, რომლებიც ესენი ასე თავის სასარგებლოდ ათამაშებენ და ამუშავებენ. ვიღაც მართლაც გააზრებულად დგას რადიკალების გვერდით, რადგან მართლა სჯერა მათი იდეების და იდეალების. აქედან გამომდინარე, ჩემი მოლოდინი ისაა, რომ ეს არის ერთობა რევოლუციისთვის - ისინი ემზადებიან ახლა, რომ 26 მაისს აჩვენონ მსოფლიოს, რომ ისევ არსებობენ.

ეს არის მათი მესიჯი, რომ ისევ არსებობენ. ამ მესიჯით მუშაობენ ახლა 26 მაისისთვის, რომ ევროპას დაანახონ, ისევ არიან. ჩვენ ვხედავთ, რომ ევროპიდან ისეთი განცხადებები აღარ მოდის, როგორც აქამდე. ახლა არის 1-2 ევრობიუროკრატი, რომ გაიღვიძებს და რაღაც განცხადებას გააკეთებს, მაგრამ ძირითადად ჩამქრალია ევროპის აქტივობა და ჩვენს რადიკალებს უნდათ ამ აქტივობის გაცოცხლება. მათი სურვილია არა მარტო ევროპიდან, არამედ ამერიკიდანაც წამოვიდეს რაღაც პოლიტიკური მესიჯები - ამისთვის ემზადებიან.

საერთოდ ასეა პოლიტტექნოლოგიების კუთხით: არჩევნებამდე, როდესაც 2 წელი არის დარჩენილი, ორი წლის განმავლობაში თუ ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობ პოლიტიკურად, შენ არჩევნებამდე შესაძლოა გაგიჭირდეს მისვლა და ამომრჩევლის ხმებს დაკარგავ. ორი წლის განმავლობაში ორი კულმინაცია მაინც უნდა შექმნა, იმისთვის რომ ხალხში ემოცია გააღვიძო, აიყვანო პროცესი რაღაც კულმინაციამდე, გაახსენო შენი თავი, ამოქმედდე, რომ ქმედითი ეგონო. შემდეგ ეს ემოცია დაცხრება, გარკვეული პერიოდის შემდეგ კიდევ კულმინაცია უნდა შექმნა და უკვე მისული ხარ არჩევნებამდე. ანუ მესამე ემოცია უკვე ხმებში აისახება.

უკვე ვიცით, რომ ამერიკიდან თუ ევროპიდან ახალი ტრენერი ჩამოუვიდათ, ამ ტექნოლოგიებს მიჰყვებიან და თუ ისინი ახლა ეცნობიან ამ ტექნოლოგიებს, ჩვენ უკვე წაკითხული გვაქვს და ვიცით ეს ყველაფერი. ამიტომ ამ კულმინაციებს ქმნიან ახლა, რომ ემოციებში მყოფი ამომრჩეველი მიიყვანონ საარჩევნო ყუთებამდე“, - განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კახა კალაძე: ვეხმარებით შშმ პირების ოჯახებს. ყოველწლიურად ვაძლევთ შესაძლებლობას, ზაფხულის თვეებში თავად აირჩიონ ნებისმიერი დრო, აარჩიონ საკურორტო ზონა, სასტუმრო და ა.შ. და მუნიციპალიტეტი ეხმარება ფინანსურად
კახა კალაძე აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვაზე: პრემიერ-მინისტრს მარკო რუბიოსთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა, მაისში დელეგაციასაც ველოდებით, პოზიტიური მოლოდინები გვაქვს
კახა კალაძე რადიკალებზე: როდესაც ხარ მოღალატე, როდესაც ხარ უსამშობლო ადამიანი, როდესაც ემსახურები სხვა ქვეყნის ინტერესს, დამთავრებულია
ფიფას პრეზიდენტი: ირანი, რა თქმა უნდა, მიიღებს მონაწილეობას 2026 წლის ფიფას მსოფლიო ჩემპიონატზე
შალვა პაპუაშვილი მიხაელა დოცოვას ბულგარეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს
არქივი