კახა კალაძე რადიკალებზე: როდესაც ხარ მოღალატე, როდესაც ხარ უსამშობლო ადამიანი, როდესაც ემსახურები სხვა ქვეყნის ინტერესს, დამთავრებულია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
50 01 მაისი 2026, 00:39

„როდესაც ხარ მოღალატე, როდესაც ხარ უსამშობლო ადამიანი, როდესაც ემსახურები სხვა ქვეყნის ინტერესს, დამთავრებულია. რა პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, რა პოლიტიკურ მხარდაჭერასა და მოსახლეობის მხრიდან თანადგომაზე ვსაუბრობთ“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ დედაქალაქის მერმა, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ რადიკალების მიერ 26 მაისს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით.

კალაძის თქმით, რადიკალები ყველაფერს ცდილობენ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე გამოიყენონ სათავისოდ.

„ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც არანაირი რესურსი არ აქვთ. ქართველმა ხალხმა მათ გამოუტანა განაჩენი და მიანიჭა შესაბამისი ადგილი იქ, სადაც დღეს იმყოფებიან. პულსი არ ესინჯებათ იმდენად მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან ეს ადამიანები.

რაც არ უნდა გაერთიანებები გააკეთონ, ცალ-ცალკე გამოვიდნენ, როდესაც ხარ მოღალატე, როდესაც ხარ უსამშობლო ადამიანი, როდესაც ემსახურები სხვა ქვეყნის ინტერესს, დამთავრებულია. რა პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, რა პოლიტიკურ მხარდაჭერაზე და მოსახლეობის მხრიდან თანადგომაზე ვსაუბრობთ. არანაირი რესურსი არ გააჩნიათ, განულებულები არიან. ქართველი ხალხი ძალიან კარგად ხედავს ყველაფერს, ანალიზსაც აკეთებს ძალიან კარგად. იცის ვინ ვინ არის, ვინ საიდან იმართება, ვის რა ინტერესი აქვს, ვინ არის ქვეყნის მტერი, ვინ არის ქვეყნის მოყვარე“, - აღნიშნა მან.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კახა კალაძე: ვეხმარებით შშმ პირების ოჯახებს. ყოველწლიურად ვაძლევთ შესაძლებლობას, ზაფხულის თვეებში თავად აირჩიონ ნებისმიერი დრო, აარჩიონ საკურორტო ზონა, სასტუმრო და ა.შ. და მუნიციპალიტეტი ეხმარება ფინანსურად
კახა კალაძე აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვაზე: პრემიერ-მინისტრს მარკო რუბიოსთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა, მაისში დელეგაციასაც ველოდებით, პოზიტიური მოლოდინები გვაქვს
ფიფას პრეზიდენტი: ირანი, რა თქმა უნდა, მიიღებს მონაწილეობას 2026 წლის ფიფას მსოფლიო ჩემპიონატზე
შალვა პაპუაშვილი მიხაელა დოცოვას ბულგარეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს
მიხეილ სააკაშვილი - პატრიარქის "არჩევნების" სცენარი დიდი ხანია დაწერილია ლიუბლიანკაზე
არქივი