კახა კალაძე აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვაზე: პრემიერ-მინისტრს მარკო რუბიოსთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა, მაისში დელეგაციასაც ველოდებით, პოზიტიური მოლოდინები გვაქვს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
59 01 მაისი 2026, 00:42

თბილისის მერმა კახა კალაძემ გადაცემაში “იმედი LIVE” ამერიკასთან ურთიერთობის გადატვირთვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ კუთხით პოზიტიური სიახლეები არსებობს.

„არის ბევრი კონკრეტული ფაქტი, რაც გვაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ გვაქვს პოზიტიური მოლოდინი ამერიკასთან ურთიერთობის გადატვირთვის კუთხით. არა ერთი განცხადება გავაკეთეთ, რომ აუცილებელია ურთიერთობის ახალი ფურცლიდან დაწყება. პრემიერ-მინისტრს სატელეფონო საუბარიც ჰქონდა მარკო რუბიოსთან, მაისის დასაწყისში აშშ-დან დელეგაციასაც ველოდებით”, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, საქართველო ვერ შეეგუება ვერც ერთი ქვეყნის მხრიდან მტრულ და არამეგობრულ დამოკიდებულებას.

„მტრული, არამეგობრული დამოკიდებულება, რაც პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში არსებობდა ქართულ სახელმწიფოსთან მიმართებით, კატეგორიულად მიუღებელია. ვისმენდით ცრუ განცხადებებს, მუქარის შემცველ ტონს. ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ პატივი სცეს სუვერენულ სახელმწიფოს. ჩვენ პატარა სახელმწიფო ვართ, მაგრამ დიდი კულტურის მატარებლები”, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, საქართველოში გარედან მართულ კონკრეტულ ჯგუფს არ სურს საქართველოს და აშშ-ს შორის ურთიერთობის განახლება.

„ვიცით, ვინც გამორიცხავს საქართველოს და ამერიკას შორის ურთიერთობების განახლებას. ადამიანები, რომლებსაც არანაირი კავშირი არ აქვთ ქართველ ხალხთან. ისინი არიან აგენტურის წარმომადგენლები. ასეულობით მილიონი იხარჯებოდა, ქვეყანაში მსგავსი ქსელის შესაქმნელად. ეს შეიძლება ყოფილიყო არასამთავრობო ორგანიზაციების, კონკრეტული პოლიტიკური პარტიების სახით. ეს მარტო საქართველოში კი არ ხდებოდა, არამედ სხვა ქვეყნებშიც. სურდათ, თავიანთი აგენტურით ემართათ ისინი. ევროინტეგრაციის გზაზეც ცდილობდნენ ხელშეშლას. ჩვეულებრივი მოღალატეები არიან”, - განაცხადა კახა კალაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კახა კალაძე: ვეხმარებით შშმ პირების ოჯახებს. ყოველწლიურად ვაძლევთ შესაძლებლობას, ზაფხულის თვეებში თავად აირჩიონ ნებისმიერი დრო, აარჩიონ საკურორტო ზონა, სასტუმრო და ა.შ. და მუნიციპალიტეტი ეხმარება ფინანსურად
კახა კალაძე რადიკალებზე: როდესაც ხარ მოღალატე, როდესაც ხარ უსამშობლო ადამიანი, როდესაც ემსახურები სხვა ქვეყნის ინტერესს, დამთავრებულია
ფიფას პრეზიდენტი: ირანი, რა თქმა უნდა, მიიღებს მონაწილეობას 2026 წლის ფიფას მსოფლიო ჩემპიონატზე
შალვა პაპუაშვილი მიხაელა დოცოვას ბულგარეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს
მიხეილ სააკაშვილი - პატრიარქის "არჩევნების" სცენარი დიდი ხანია დაწერილია ლიუბლიანკაზე
არქივი