კახა კალაძე: წარმოუდგენელია, ევროკავშირის ელჩი, რომელიც დიპლომატიური მისიითაა ჩამოსული, დიპლომატიური საქმიანობის გარდა ყველაფერს აკეთებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
10 01 მაისი 2026, 00:53

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ქვეყანა უნდა მართოს ქართველი ხალხის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ და არა გარედან დასმულმა აგენტურამ.

ამის შესახებ მერმა ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადების შეფასებისას განაცხადა.

„წარმოუდგენელი იყო ბატონი ჰერჩინსკის აღნიშნული განცხადება და სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა. თუ გავიხსენებთ საპარლამენტო არჩევნებს, პირდაპირ მოწოდებებს აკეთებდა, რომ მხარი დაეჭირათ ოპოზიციისთვის. წარმოუდგენელია, ევროკავშირის ელჩი, რომელიც დიპლომატიური მისიითაა ამ ქვეყანაში ჩამოსული, დაკავებული უნდა იყოს დიპლომატიური საქმიანობით, დიპლომატიის გარდა ყველაფერს აკეთებს, პირდაპირ შიდა პოლიტიკურ საქმეებში ერევა თავისი განცხადებებით. ბოლო განცხადება, რაც მოვისმინეთ, ძალიან მძიმე იყო - საქართველოში შიდა დაპირისპირება დაგვიანონსა, ბნელ წარსულში დაბრუნება დაგვიანონსა. ქვეყანაში არის მშვიდობა, სიმშვიდე, ეკონომიკურად წინ მივდივართ. შევედაროთ ნებისმიერ ევროპულ ქვეყანას, ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, რა მდგომარეობაა ჩვენთან და რა მდგომარეობაა ევროპულ ქვეყნებში. რა წარსულში დაბრუნებაზეა საუბარი? მაგრამ აქ არის მთავარი: თუ ადრე შენიღბულად აკეთებდნენ, დღეს უკვე აბსოლუტურად ღიად, ყველანაირი ნიღაბი ჩამოიხსნეს და უპირისპირდებიან ქართულ სახელმწიფოს. მთავარი მიზეზი არის ის, რომ უნდათ, ხელისუფლებაში მოიყვანონ თავიანთი აგენტები, ადამიანები, რომლებიც ყველაფრისთვის მზად არიან, რასაც დაავალებენ, ყველაფერს გააკეთებინებენ. ჩვენ ხომ გამოვიარეთ ეს ყველაფერი და ვიცით, რა მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამას. ამიტომ ქვეყანა უნდა მართოს ქართველი ხალხის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ და არა გარედან დასმულმა აგენტურამ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გაერთიანებულ სამეფოში ტერორისტული საფრთხის დონე „სერიოზულამდე“ გაიზარდა
ჰეგსეტი უკრაინაში მიმდინარე ომზე: საფრთხე გაცილებით ახლოსაა ევროპის მდიდარ და ძლიერ ქვეყნებთან და სწორედ მათ უნდა იტვირთონ წამყვანი როლი
კახა კალაძე: ვეხმარებით შშმ პირების ოჯახებს. ყოველწლიურად ვაძლევთ შესაძლებლობას, ზაფხულის თვეებში თავად აირჩიონ ნებისმიერი დრო, აარჩიონ საკურორტო ზონა, სასტუმრო და ა.შ. და მუნიციპალიტეტი ეხმარება ფინანსურად
კახა კალაძე აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვაზე: პრემიერ-მინისტრს მარკო რუბიოსთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა, მაისში დელეგაციასაც ველოდებით, პოზიტიური მოლოდინები გვაქვს
კახა კალაძე რადიკალებზე: როდესაც ხარ მოღალატე, როდესაც ხარ უსამშობლო ადამიანი, როდესაც ემსახურები სხვა ქვეყნის ინტერესს, დამთავრებულია
არქივი