ჰეგსეტი უკრაინაში მიმდინარე ომზე: საფრთხე გაცილებით ახლოსაა ევროპის მდიდარ და ძლიერ ქვეყნებთან და სწორედ მათ უნდა იტვირთონ წამყვანი როლი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
10 01 მაისი 2026, 06:25

აშშ-ს სურს, რომ უკრაინაში ომის დაფინანსება ევროპამ იტვირთოს, რადგან საფრთხე ამ კონტინენტთან გაცილებით ახლოსაა. გარდა ამისა, ევროპული ქვეყნები „მდიდრები“ არიან და მათი ჯამური მშპ 20 ტრილიონ დოლარს შეადგენს - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა წარმომადგენელთა პალატაში გამართული მოსმენის დროს.

პენტაგონის ხელმძღვანელს ჰკითხეს, თუ რატომ „ტოვებს“ შეერთებული შტატები უკრაინას.

„ისინი 20 ტრილიონი დოლარის ღირებულების მდიდარი ქვეყნები არიან, 2-ტრილიონიანი ეკონომიკის წინააღმდეგ. ევროპას შეუძლია გააქტიურდეს და მათ ეს უკვე გააკეთეს კიდეც ჩვენი PURL ინიციატივისა და ევროპული სარდლობის მეშვეობით“, - განაცხადა ჰეგსეტმა.

ჰეგსეტის თქმით, „ამერიკელ ხალხს სურს დაინახოს“, რომ სხვა ქვეყნები აქტიურდებიან და უკრაინაში ომს აფინანსებენ.

„თუკი ეს ასეთი მნიშვნელოვანია ევროპისთვის - და მე მესმის, რატომაც არის ასე, რუსეთის შეჭრისა და უკრაინელების სიმამაცის გათვალისწინებით - მაშინ ამისთვის ევროპულმა ქვეყნებმა უნდა გადაიხადონ“, - ხაზგასმით აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.

ამის საპასუხოდ, სენატორმა ანგუს კინგმა ჰეგსეტს ჰკითხა, ნიშნავდა თუ არა მისი ნათქვამი იმას, რომ აშშ-ს „არავითარი ინტერესი არ გააჩნია იმის მიმართ, თუ რა მოხდება უკრაინაში“ და რომ ეს მხოლოდ ევროპელებს ეხებათ.

„მე ვამბობ, რომ საფრთხე გაცილებით ახლოსაა ევროპის მდიდარ და ძლიერ ქვეყნებთან და სწორედ მათ უნდა იტვირთონ წამყვანი როლი“, - განაცხადა ჰეგსეტმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გაერთიანებულ სამეფოში ტერორისტული საფრთხის დონე „სერიოზულამდე“ გაიზარდა
კახა კალაძე: წარმოუდგენელია, ევროკავშირის ელჩი, რომელიც დიპლომატიური მისიითაა ჩამოსული, დიპლომატიური საქმიანობის გარდა ყველაფერს აკეთებს
კახა კალაძე: ვეხმარებით შშმ პირების ოჯახებს. ყოველწლიურად ვაძლევთ შესაძლებლობას, ზაფხულის თვეებში თავად აირჩიონ ნებისმიერი დრო, აარჩიონ საკურორტო ზონა, სასტუმრო და ა.შ. და მუნიციპალიტეტი ეხმარება ფინანსურად
კახა კალაძე აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვაზე: პრემიერ-მინისტრს მარკო რუბიოსთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა, მაისში დელეგაციასაც ველოდებით, პოზიტიური მოლოდინები გვაქვს
კახა კალაძე რადიკალებზე: როდესაც ხარ მოღალატე, როდესაც ხარ უსამშობლო ადამიანი, როდესაც ემსახურები სხვა ქვეყნის ინტერესს, დამთავრებულია
არქივი