გაერთიანებულ სამეფოში ტერორისტული საფრთხის დონე „სერიოზულამდე“ გაიზარდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
11 01 მაისი 2026, 06:29

გოლდერს გრინში მომხდარი თავდასხმის შემდეგ, გაერთიანებულ სამეფოში ტერორისტული საფრთხის ეროვნული დონე „მნიშვნელოვანიდან“ „სერიოზულ“ ნიშნულამდე გაიზარდა. ეს იმას ნიშნავს, რომ მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში თავდასხმის მცდელობა მაღალი ალბათობითაა მოსალოდნელი.

ტერორიზმის ანალიზის გაერთიანებული ცენტრის (JTAC) განცხადებით, საფრთხის დონის ამაღლება მხოლოდ გუშინდელ თავდასხმას არ უკავშირდება.

უწყების განმარტებით, საფრთხე გარკვეული პერიოდის განმავლობაში სტაბილურად იზრდებოდა, რაც განპირობებულია ქვეყნის შიგნით არსებული ისლამისტური და უკიდურესი მემარჯვენე ჯგუფებისა თუ ცალკეული პირების გააქტიურებით.

ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა, შაბანა მაჰმუდმა მოსახლეობას სიფხიზლისკენ მოუწოდა:

დღეიდან ეროვნული საფრთხის დონე გახდა „სერიოზული“, რაც ნიშნავს, რომ ტერორისტული თავდასხმა მიჩნეულია ძალიან სავარაუდოდ. ვიცი, რომ ეს ბევრისთვის იქნება შეშფოთების საფუძველი, განსაკუთრებით ჩვენი ებრაული თემისთვის, რომელმაც ისედაც ბევრი გადაიტანა.

მინისტრის განცხადებით, მთავრობამ უკვე დააანონსა ინვესტიციების რეკორდული ზრდა ებრაული თემის დასაცავად. დაფინანსება მიმართული იქნება სინაგოგების, სკოლებისა და სათემო ცენტრების პოლიციური მეთვალყურეობისა და უსაფრთხოების გაძლიერებაზე.

„ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენს ძალებშია, რათა საზოგადოება ანტისემიტიზმის ბოროტებისგან გავათავისუფლოთ“, - დასძინა მაჰმუდმა და მოქალაქეებს სთხოვა, ნებისმიერი საეჭვო გარემოების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართონ პოლიციას.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჰეგსეტი უკრაინაში მიმდინარე ომზე: საფრთხე გაცილებით ახლოსაა ევროპის მდიდარ და ძლიერ ქვეყნებთან და სწორედ მათ უნდა იტვირთონ წამყვანი როლი
კახა კალაძე: წარმოუდგენელია, ევროკავშირის ელჩი, რომელიც დიპლომატიური მისიითაა ჩამოსული, დიპლომატიური საქმიანობის გარდა ყველაფერს აკეთებს
კახა კალაძე: ვეხმარებით შშმ პირების ოჯახებს. ყოველწლიურად ვაძლევთ შესაძლებლობას, ზაფხულის თვეებში თავად აირჩიონ ნებისმიერი დრო, აარჩიონ საკურორტო ზონა, სასტუმრო და ა.შ. და მუნიციპალიტეტი ეხმარება ფინანსურად
კახა კალაძე აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვაზე: პრემიერ-მინისტრს მარკო რუბიოსთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა, მაისში დელეგაციასაც ველოდებით, პოზიტიური მოლოდინები გვაქვს
კახა კალაძე რადიკალებზე: როდესაც ხარ მოღალატე, როდესაც ხარ უსამშობლო ადამიანი, როდესაც ემსახურები სხვა ქვეყნის ინტერესს, დამთავრებულია
არქივი