48
01 მაისი 2026, 08:42
მიხეილ სააკაშვილის პოსტი იყო კიდევ ერთი მოწოდება, რომ ეკლესიას გაუჩერებლად უნდა დაესხნენ თავს და რუსულ პროექტად შერაცხონ, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა.
წილოსანი გამოეხმაურა სააკაშვილის Facebook-პოსტს, სადაც ის პატრიარქის არჩევნებს „ეგრეთ წოდებულს“ და „რუსულ სპეცოპერაციას“ უწოდებს.
„ესეც აშშ-ის მხრიდან გასაჯაროებული ტაქტიკაა - რისი გაშავებაც სურთ, ყველაფერს რუსულს არქმევენ“, - აღნიშნა წილოსანმა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფოც და ეკლესიაც რუსეთმა მიიტაცა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |