გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციურ ალიანსზე: ერთმანეთში არარსებულს ვერ იყოფენ, ხომ წარმოგიდგენიათ, ამ ხალხს ძალაუფლება რომ ჰქონდეს, რა დღეში ჩავარდებიან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
43 01 მაისი 2026, 14:32

„ნაცმოძრაობის პრინციპი, რომ ხან გაერთიანდებიან, ხან ცხრა ნაწილად დაიშლებიან, მერე შვიდ ნაწილად შეერთდებიან, ეს მათივე ამომრჩეველსაც მობეზრდა, - ასე აფასებს „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციურ ალიანსში მიმდინარე პროცესებს.

მისი თქმით, ისინი ერთმანეთში არ არსებულ ძალაუფლებასაც კი ვერ იყოფენ.

„ამიტომ აღარ არის ეს საინტერესო - ალიანს დაარქმევ, ფანჩატურს, თუ შარლ მიშელს, ეს არ შველის. ერთმანეთში არარსებულს ვერ იყოფენ, ძალაუფლება არ აქვთ და ვერ იყოფენ და ხომ წარმოგიდგენიათ, ერთი წამითაც ვინმემ რომ დაუშვას, რომ ამ ხალხს ძალაუფლება ჰქონდეს, რა დღეში ჩავარდებიან“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.

ოპოზიციურ ალიანსში ისევ დაპირისპირებაა. „ფედერალისტები“ „ნაციონალურ მოძრაობას“ ალიანსის წესების დარღვევაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ ისინი ალიანსიდან თავს თავად ირიცხავენ. ამის პასუხად „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ მათი ყოფნა ალიანსში არავის გადასაწყვეტი არ არის.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
იერუსალიმში ფრანგ მონაზონზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი დააკავეს
​ლევან ხაბეიშვილი - ციხეში ჩემი ყოფნა საბოლოო ჯამში ავნებს ქვეყანას, ერთმანეთს გაუფრთხილდით, ნუ გაქვთ ხოლმე სასაცილო განცხადებები
საპატრიარქო: სოციალურ ქსელში გამოჩნდა ვინმე ანტონ იოსელიანი, რომელიც საკუთარ თავს „არქიმანდრიტს“ უწოდებს. ის არ წარმოადგენს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის არცერთი მონასტრის საძმოს წევრს და, შესაბამისად, არც სასულიერო პირია
პროკურატურამ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
რატი იონათამიშვილი: თუ ვინმეს არ აქვს უფლება, ილაპარაკოს ქართულ ეკლესიაზე, ცხადია, ეს არის პატიმარი სააკაშვილი, ვინაიდან ის ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ერთნაირად ებრძოდა ქართულ ეკლესიას და ქართულ სახელმწიფოს
არქივი