რატი იონათამიშვილი: თუ ვინმეს არ აქვს უფლება, ილაპარაკოს ქართულ ეკლესიაზე, ცხადია, ეს არის პატიმარი სააკაშვილი, ვინაიდან ის ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ერთნაირად ებრძოდა ქართულ ეკლესიას და ქართულ სახელმწიფოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
36 01 მაისი 2026, 14:34

თუ ვინმეს არ აქვს უფლება, ილაპარაკოს ქართულ ეკლესიაზე, ცხადია, ეს არის პატიმარი სააკაშვილი, ვინაიდან ის ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ერთნაირად ებრძოდა ქართულ ეკლესიას და ქართულ სახელმწიფოს, - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა.

იგი ამგვარად გამოეხმაურა პატიმარ სააკაშვილის მორიგ შეტევას ეკლესიაზე.

„ჩვენ გვახსოვს წმინდანებზე როგორ საუბრობდა ის. ამ ყველაფერზე უწმინდესი ჯერ კიდევ 2004 წელს ღიად საუბრობდა. მაგრამ აქ მნიშვნელოვანია ის, რომ სააკაშვილი არა მხოლოდ საკუთარ პოზიციას, არამედ ფაქტობრივად, მთლიანად რადიკალური ოპოზიციის პოზიციას გამოხატავს და ამით ააშკარავებს იმ საერთო სიძულვილს, რომელიც რადიკალურ ჯგუფებს ქართული ეკლესიის და ჩვენი რწმენის მიმართ გააჩნიათ. სწორედ ამიტომაც არიან ისინი მიუღებლები ჩვენი საზოგადოებისთვის. რაც მეტს ილაპარაკებენ, კიდევ უფრო მიუღებლები გახდებიან“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი პატრიარქის არჩევნებს „ეგრეთ წოდებულს“ და „რუსულ სპეცოპერაციას“ უწოდებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
იერუსალიმში ფრანგ მონაზონზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი დააკავეს
​ლევან ხაბეიშვილი - ციხეში ჩემი ყოფნა საბოლოო ჯამში ავნებს ქვეყანას, ერთმანეთს გაუფრთხილდით, ნუ გაქვთ ხოლმე სასაცილო განცხადებები
საპატრიარქო: სოციალურ ქსელში გამოჩნდა ვინმე ანტონ იოსელიანი, რომელიც საკუთარ თავს „არქიმანდრიტს“ უწოდებს. ის არ წარმოადგენს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის არცერთი მონასტრის საძმოს წევრს და, შესაბამისად, არც სასულიერო პირია
პროკურატურამ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციურ ალიანსზე: ერთმანეთში არარსებულს ვერ იყოფენ, ხომ წარმოგიდგენიათ, ამ ხალხს ძალაუფლება რომ ჰქონდეს, რა დღეში ჩავარდებიან
არქივი