პროკურატურამ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
40 01 მაისი 2026, 14:37

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საზღვარგარეთ ყოფნისას, უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალებები ,,მდმა“ და ,,ამფეტამინი“, რაც სასაზღვრო გამშვები პუნქტი „სარფი“-ს გავლით, საქართველოში უკანონოდ შემოიტანა.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა) და 262-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
იერუსალიმში ფრანგ მონაზონზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი დააკავეს
​ლევან ხაბეიშვილი - ციხეში ჩემი ყოფნა საბოლოო ჯამში ავნებს ქვეყანას, ერთმანეთს გაუფრთხილდით, ნუ გაქვთ ხოლმე სასაცილო განცხადებები
საპატრიარქო: სოციალურ ქსელში გამოჩნდა ვინმე ანტონ იოსელიანი, რომელიც საკუთარ თავს „არქიმანდრიტს“ უწოდებს. ის არ წარმოადგენს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის არცერთი მონასტრის საძმოს წევრს და, შესაბამისად, არც სასულიერო პირია
რატი იონათამიშვილი: თუ ვინმეს არ აქვს უფლება, ილაპარაკოს ქართულ ეკლესიაზე, ცხადია, ეს არის პატიმარი სააკაშვილი, ვინაიდან ის ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ერთნაირად ებრძოდა ქართულ ეკლესიას და ქართულ სახელმწიფოს
გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციურ ალიანსზე: ერთმანეთში არარსებულს ვერ იყოფენ, ხომ წარმოგიდგენიათ, ამ ხალხს ძალაუფლება რომ ჰქონდეს, რა დღეში ჩავარდებიან
არქივი