55
01 მაისი 2026, 14:38
ანტონ იოსელიანი არ წარმოადგენს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის არცერთი მონასტრის საძმოს წევრს და, შესაბამისად, არც სასულიერო პირია, - ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„ინფორმაცია თვითმარქვია სასულიერო პირის შესახებ
ბოლო დროს სოციალურ ქსელში გამოჩნდა ვინმე ანტონ იოსელიანი, რომელიც საკუთარ თავს „არქიმანდრიტს“ უწოდებს, ამასთან გუშინ მის მიერ გამოქვეყნებული სტატუსი გარკვეულმა საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს.
განვმარტავთ, რომ აღნიშნული პიროვნება არ წარმოადგენს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის არცერთი მონასტრის საძმოს წევრს და, შესაბამისად, არც სასულიერო პირია“, - წერია ინფორმაციაში.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |