​ლევან ხაბეიშვილი - ციხეში ჩემი ყოფნა საბოლოო ჯამში ავნებს ქვეყანას, ერთმანეთს გაუფრთხილდით, ნუ გაქვთ ხოლმე სასაცილო განცხადებები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
49 01 მაისი 2026, 14:39

მე ვერ მავნებს ციხეში ყოფნა, მე შეიძლება, მავნოს ნერვებით, ჯანმრთელობით. საბოლოო ჯამში, არ მავნებს ეს ყველაფერი, ჩემდა სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ვნებს ჩვენს ქვეყანას, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, ყველაფერი ძალიან მალე შეიცვლება, ოღონდ ამისთვის საჭიროა მონდომება.

„ვიღაც ამბობს, ოპოზიცია გააკრიტიკაო, არ ვაკრიტიკებ, პირდაპირ გეტყვით. მოვუწოდებ ყველას, ვინც თავს ოპოზიციონერად თვლის, დღეს გარეთ ვისაც გაქვთ შესაძლებლობა, ერთმანეთს მაქსიმალურად გაუფრთხილდით და ნუ გაქვთ ხოლმე სასაცილო განცხადებები – აი, მე რომ ვამბობდი, ყოჩაღ, რომ ყველა ამას ამბობს. კარგით, რა. დამთავრდა ის, რომ მე იმას ვამბობდი, ამას ვამბობდი. მნიშვნელოვანია ის, რომ ქვეყანა ყოველდღიურად მიდის უკან და უკან, იმატებს ბენზინის ფასი. ამიტომ, ეს ქვეყანა არის ყველასი, ჩემი, თქვენი, მოსამართლის, აქ მსხდომი ადამიანების. ყველას გვინდა ნორმალური ქვეყანა, ნორმალური მართლმსაჯულება და ნორმალური ცხოვრება. დარწმუნებული ვარ, არავის უხარია, ნორმალურ ადამიანს – ხაბეიშვილი არ არის კრიმინალი და საზოგადოებისთვის საშიში. ეს იცის პატარა ბავშვმაც. ისეთი რამეც კი ვერ დამაბრალეს, რომელიც შეიძლება, რომ „ქოცის“ ყურებამდეც მივიდეს. ამაში მადლიერი ვარ, რომ ისეთიც ვერ მოიფიქრეთ, რაც მავნებდა. მე ვერ მავნებს ციხეში ყოფნა, მე შეიძლება, მავნოს ნერვებით, ჯანმრთელობით. საბოლოო ჯამში, არ მავნებს ეს ყველაფერი, ჩემდა სამწუხაროდ, ვნებს ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ლევან ხაბეიშვილი 2025 წლის 11 სექტემბერს ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯარო დაპირების ბრალდებით დააკავა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
იერუსალიმში ფრანგ მონაზონზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი დააკავეს
საპატრიარქო: სოციალურ ქსელში გამოჩნდა ვინმე ანტონ იოსელიანი, რომელიც საკუთარ თავს „არქიმანდრიტს“ უწოდებს. ის არ წარმოადგენს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის არცერთი მონასტრის საძმოს წევრს და, შესაბამისად, არც სასულიერო პირია
პროკურატურამ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
რატი იონათამიშვილი: თუ ვინმეს არ აქვს უფლება, ილაპარაკოს ქართულ ეკლესიაზე, ცხადია, ეს არის პატიმარი სააკაშვილი, ვინაიდან ის ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ერთნაირად ებრძოდა ქართულ ეკლესიას და ქართულ სახელმწიფოს
გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციურ ალიანსზე: ერთმანეთში არარსებულს ვერ იყოფენ, ხომ წარმოგიდგენიათ, ამ ხალხს ძალაუფლება რომ ჰქონდეს, რა დღეში ჩავარდებიან
არქივი