უკრაინის და მოლდოვის შემთხვევაში სამწუხაროდ, დღეს ამბობენ, რომ თურმე უკრაინამ უნდა დათმოს ტერიტორიები, თურმე მოლდოვამ საერთოდ უარი უნდა თქვას სუვერენიტეტზე და შეუერთდეს რუმინეთს. ხაზგასმით ვამბობთ, რომ საქართველო არასოდეს გაიზიარებს ამ უკრაინულ თუ მოლდოვურ გზას, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა.
იგი ამგვარად გამოეხმაურა Financial Times-ის სტატიას, რომ „გაწევრიანების ტემპთან დაკავშირებულმა განსხვავებულმა შეხედულებებმა უკრაინასა და ევროკავშირს შორის დაძაბულობა გაამწვავა“.
„ინფორმაცია საქართველოს მოსახლეობისათვის არახალია. როდესაც ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით, ყველანაირი, ყველანაირი უმსგავსობა იკადრეს, თუმცა, ჩვენ ვიცით რა სჭირდება იმას, რომ ევროკავშირში გაწევრიანდე. ეს არა მხოლოდ დირექტივების შესრულებას ეხება, არამედ ქვეყნის სოციო-ეკონომიკურ, სტრატეგიულ განვითარებას, რასაც ჩვენი ქვეყანა ემსახურება.
უკრაინის და მოლდოვის შემთხვევაში სამწუხაროდ, დღეს ამბობენ, რომ თურმე უკრაინამ უნდა დათმოს ტერიტორიები, თურმე მოლდოვამ საერთოდ უარი უნდა თქვას სუვერენიტეტზე და შეუერთდეს რუმინეთს. ხაზგასმით ვამბობთ, რომ საქართველო არასოდეს გაიზიარებს ამ უკრაინულ თუ მოლდოვურ გზას ევროინტეგრაციამდე”, - განაცხადა ლაშხმა.
ევროკავშირში ვოლოდიმირ ზელენსკის გაწევრებისკენ სწრაფვა პარტნიორებთან ურთიერთობებს ძაბავს - ამ სათაურით Financial Times-ი სტატიას აქვეყნებს და უთანხმოების მიზეზებზე საუბრობს. გამოცემის თანახმად, კიევი უარს ამბობს ეტაპობრივ ან „სიმბოლურ“ წევრობაზე და სრულ წევრობას მოკლე ვადაში ითხოვს. ევროკავშირის ლიდერები კი ამ პოზიციას არ ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ გაწევრება მხოლოდ ეტაპობრივად, რეფორმების შესრულების მიხედვით უნდა მოხდეს, რაც შესაძლოა ათი წელი გაგრძელდეს.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |