საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიიღო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
77 01 მაისი 2026, 18:08

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) საქართველოს საპატრიარქოში დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მისი მოადგილეები: გიორგი ზურაბაშვილი და ხათუნა თოთლაძე მიიღო.

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, საუბარი შეეხო საზღვარგარეთ იმ ქართულ დიასპორებთან შეხვედრებს, სადაც ჩატარდება სხვადასხვა ღონისძიება საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით.

შეხვედრას ესწრებოდნენ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი) და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი