„სიენენი“ - ირანის მიერ განხორციელებულმა დარტყმებმა ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის ბაზების უმეტესობა დააზიანა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
64 01 მაისი 2026, 19:54

ირანის მიერ განხორციელებულმა დარტყმებმა ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის ბაზების უმეტესობა დააზიანა, – ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

„სიენენის“ მასალების თანახმად, ირანის საპასუხო დარტყმებმა ახლო აღმოსავლეთში, სულ მცირე, აშშ-ის 16 სამხედრო ბაზა დააზიანა. როგორც მედია წერს, დაკარგული ბაზის ჩანაცვლების ხარჯების გათვალისწინებით, აშშ-ის მიერ ომისთვის გაწეული ხარჯები დაახლოებით ორჯერ აღემატება პენტაგონის მიერ გაცხადებულ ხარჯებს.

ქუვეითში მდებარე „კემპ ბიურინგის“ მთავარმა ბაზა მნიშვნელოვნად დაზიანდა.„სიენენის“ ცნობით, ბაზა ამჟამად „თითქმის ცარიელია“ ირანის მიერ განხორციელებული დარტყმების სერიის შედეგად მისი ინფრასტრუქტურის ფართომასშტაბიანი დაზიანების გამო. სხვა საკითხებთან ერთად, დაიკარგა აღჭურვილობის რამდენიმე ყველაზე ძვირადღირებული ნაწილი – დიდი სამხედრო თვითმფრინავები, ძვირადღირებული სატელიტური კომუნიკაციის აღჭურვილობა და საჰაერო თავდაცვის ოპერაციებისთვის აუცილებელი რადარის სისტემები. ერთ-ერთმა ანონიმურმა წყარომ აღნიშნა, რომ რადარები რეგიონში აშშ-ის ძალების „ყველაზე ძვირადღირებული და შეზღუდული რესურსია“.

გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის სამიზნეებზე მაღალი სიზუსტის და მტკივნეული დარტყმების ერთ-ერთი მიზეზი, სავარაუდოდ, ირანის მიერ 2024 წელს ფარულად შეძენილი ჩინური თანამგზავრია, რომელიც ძალიან მაღალი ხარისხის სურათებს გზავნის.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ცოტნე ანანიძე გვარამიას მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგზე: ან ვირტუალურ სამყაროში არიან, ან განზრახ ქმნიან - იქნებ, ვინმემ დაიჯეროს
მამა დოროთე ყურაშვილი მეუფე შიოზე: ფსიქიურად ის არაა გაწონასწორებული
საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანის მოქალაქეების საყურადღებოდ საქართველოში აზერბაიჯანის საელჩო ინფორმაციას ავრცელებს
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიიღო
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, ყალბი დოკუმენტის დამზადების და გამოყენების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
არქივი