ირაკლი კობახიძე „სტუდფესტი 2026“-ის გახსნას დაესწრო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
68 01 მაისი 2026, 21:40

მინდა, ყველას მოგილოცოთ „სტუდფესტის“ გახსნა, ძალიან მიხარია, რომ 2014 წლიდან ყოველ წელს ტარდება ეს ღონისძიება და მასში წლიდან წლამდე სულ უფრო მეტი ახალგაზრდა მონაწილეობს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ახალგაზრდული ფესტივალის, „სტუდფესტი 2026“-ის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერმა ფესტივალის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა.

„მინდა, ყველას მოგილოცოთ სტუდფესტის გახსნა. ძალიან მიხარია, რომ 2014 წლიდან ყოველ წელს ტარდება ეს ღონისძიება და მასში წლიდან წლამდე სულ უფრო მეტი ახალგაზრდა მონაწილეობს. მადლობა ყველას, ორგანიზატორებს, თბილისის მერიას, რუსთავის მერიას. მიხარია, რომ პირველად რუსთავში წელს იხსნება ეს ღონისძიება. განსაკუთრებული მადლობა, მინდა, ვუთხრა განათლების სამინისტროს. კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას, წარმატებული სტუდფესტი, მინდა, გისურვოთ“, – განაცხადა პრემიერმა.

„სტუდფესტი 2026“-ის გახსნას ასევე ესწრებოდნენ და ღონისძიებაზე დამსწრეებს სიტყვით მიმართეს თბილისის მერმა, კახა კალაძემ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძე და რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დონალდ ტრამპი: ბაიდენი მოვიდა როგორც სულელი და ის, რაც ჩვენ გვქონდა, დიდწილად უკრაინას გადასცა - ბაიდენს ფული არ მიუღია, მას არაფერი მიუღია
კახა კალაძე - მიხარია, რომ ამდენი ახალგაზრდაა შეკრებილი სტუდენტური ფესტივალის გახსნაზე, ძალიან ძლიერი ენერგია იგრძნობა, ენერგია მომავლის
ცოტნე ანანიძე გვარამიას მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგზე: ან ვირტუალურ სამყაროში არიან, ან განზრახ ქმნიან - იქნებ, ვინმემ დაიჯეროს
მამა დოროთე ყურაშვილი მეუფე შიოზე: ფსიქიურად ის არაა გაწონასწორებული
„სიენენი“ - ირანის მიერ განხორციელებულმა დარტყმებმა ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის ბაზების უმეტესობა დააზიანა
არქივი