პეტერ მადიარმა დაადასტურა, რომ თავისი სიძის იუსტიციის მინისტრად დანიშვნას გეგმავს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
53 02 მაისი 2026, 02:01

უნგრეთის ახლად არჩეული ლიდერი პეტერ მადიარი ადასტურებს, რომ თავისი დის მეუღლის იუსტიციის მინისტრად დანიშვნას აპირებს და აღნიშნულ გადაწყვეტილებას განმარტავს.

მადიარმა სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ ვიდეოში აღნიშნა, რომ კანდიდატს კვალიფიკაცია და გამოცდილება აქვს.

„მომავალი იუსტიციის მინისტრის შიდა და საერთაშორისო კარიერა, მაღალი დონის სამუშაო და ხედვა უდავოა. ის რეჟიმის შეცვლისთვის ჩვენს მოძრაობაში თავიდანვე იყო, აყალიბებდა და წარმართავდა ჩვენს საქმიანობას. ჩვენს საზოგადოებაში გაერთიანებიდან დიდი ხნის შემდეგ კი მან თავისი ცხოვრება ჩემი დის ცხოვრებას დაუკავშირა“, – განაცხადა მადიარმა.

როგორც უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის ლიდერი განმარტავს, ოჯახური კავშირი „სერიოზულ დილემას“ უქმნიდა, თუმცა გადაწყვიტა, გამჭვირვალობა უზრუნველყოს. ამ მიზნით, მის დას, რომელიც მოსამართლედ მუშაობდა,  უფლებამოსილება შეუწყდება.

პეტერ მადიარის დის მეუღლე მარტონ მელეთეი-ბარნა იურისტია და მადიარის კურსელი უნივერსიტეტიდან. ის პარტია „ტისას“ დამფუძნებელთა შორისაა, მას სამართლებრივი დირექტორის პოსტი ეკავა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საპატრიარქო: ვხედავთ შემთხვევებს, როცა ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, საზოგადოებაში დააკნინონ სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა, ცდილობენ, დაპირისპირება დათესონ
დონალდ ტრამპი: ბაიდენი მოვიდა როგორც სულელი და ის, რაც ჩვენ გვქონდა, დიდწილად უკრაინას გადასცა - ბაიდენს ფული არ მიუღია, მას არაფერი მიუღია
კახა კალაძე - მიხარია, რომ ამდენი ახალგაზრდაა შეკრებილი სტუდენტური ფესტივალის გახსნაზე, ძალიან ძლიერი ენერგია იგრძნობა, ენერგია მომავლის
ირაკლი კობახიძე „სტუდფესტი 2026“-ის გახსნას დაესწრო
ცოტნე ანანიძე გვარამიას მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგზე: ან ვირტუალურ სამყაროში არიან, ან განზრახ ქმნიან - იქნებ, ვინმემ დაიჯეროს
არქივი