ზარქუა ნათელაშვილზე: სად ნახა ჩემი მილიონები ამ ქოსატყუილამ?! შალიკო, იმ დონის გაუფასურებული ხარ, თვით გაფარჩაკებულმა ოპოზიციამაც კი არ მიგიღო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
48 02 მაისი 2026, 10:45

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა, “ლეიბორისტების” ლიდერის, შალვა ნათელაშვილის ბრალდებებს ეხმიანება და აცხადებს, რომ ნათელაშვილი იმდენად გაუფასურებულია, ოპოზიციამაც კი არ მიიღო საკუთარ რიგებში.

ზარქუა საზოგადოებისთვის განმარტავს, რომ ე.წ. ბაღების თემასთან არც მას და არც მის ოჯახს, არაფერი აკავშირებს, შესაბამისად, ბაღებისა და სკოლების ტენდერებში მონაწილეობა მის ნათესავებს არასოდეს მიუღიათ, ნათელაშვილი კი ტყუილს ავრცელებს.

“სად ნახა ჩემი მილიონები ამ ქოსატყუილამ?! შალიკო,იმ დონის გაუფასურებული ხარ, რომ თვით გაფარჩაკებულმა ოპოზიციამაც კი არ მიგიღო თავის რიგებში და დაძრწიხარ ეულად ყველასგან მიტოვებული ! იარე ახლა ტელევიზიებში და იჭორავე ზარქუას მილიონებზე შე ფანჩატურა შენა!

P.s. საზოგადოებამ კი იცის ყველაფერი ამ თემაზე , მაგრამ კიდევ ერთხელ განვმარტავ და შევახსენებ ე.წ ბაღების თემას, რომელიც ახსენა ამ “უხსენებელმა”.. მოკლედ წლების წინ ჩემმა სიძემ გაყიდა სამშენებლო კომპანია, რომელიც მხოლოდ კერძო სექტორში ოპერირებდა და არასოდეს სახელმწიფო ტენდერებში არ მიუღია მონაწილეობა. გაყიდვის შემდეგ კი მისმა ახალმა მფლობელებმა მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სახელმწიფო ტენდერში. შემდეგ ვერ შეასრულეს აღებული ვალდებულებები და პროკურატურამ საქმე აღძრა და დაკავებულებიც არიან როგორც მაქვს ინფორმაცია! არასოდეს ბაღების ან სკოლების ტენდერში მე და ჩემს ნათესავებს არასოდეს მიგვიღია მონაწილეობა! ეს არის სიმართლე!” - წერს ზარქუა სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თორნიკე ჭეიშვილი დიდ ბრიტანეთში მტრული საქმიანობის საწინააღმდეგო კანონზე: თავად ცდილობენ ასეთი ტიპის კანონმდებლობის დაჩქარებული წესით მიღებას
ლევან მახაშვილი დიდ ბრიტანეთზე: საკუთარი ვიწროპოლიტიკური მიზნების გამო ცდილობენ საქართველოს კრიტიკას, რაღაც „რუსული კანონების“ ძახილს, მაშინ როცა იგივე საფრთხეების წინაშე დგებიან, თავადაც იმავეს აკეთებენ
ევროპარლამენტში გააკრიტიკეს ტრამპის გადაწყვეტილება ევროპიდან იმპორტირებულ ავტომობილებზე 25-პროცენტიანი ტარიფების შემოღების შესახებ
თეკლა თიკანაშვილი: ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებთან მჭიდრო კომუნიკაციით გავიგოთ, რა საჭიროებები არსებობს, რომ კიდევ მეტად განვავითაროთ მცხეთა-მთიანეთის რეგიონი
ბრიტანეთი მტრული საქმიანობის წინააღმდეგ კანონს იღებს და იმ ორგანიზაციების საქმიანობის კრძალავს, რომლებიც ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიან
არქივი