ბრიტანეთი მტრული საქმიანობის წინააღმდეგ კანონს იღებს და იმ ორგანიზაციების საქმიანობის კრძალავს, რომლებიც ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
64 02 მაისი 2026, 11:47

დიდი ბრიტანეთი დაჩქარებული წესით იღებს კანონმდებლობას მტრული საქმიანობის წინააღმდეგ და აპირებს აკრძალოს იმ ორგანიზაციების საქმიანობა, რომლებიც ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიან. ინფორმაციას ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.

კანონის ამოქმედების შემდეგ შესაბამისი უფლებამოსილება დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრს მიენიჭება.

„უახლოეს კვირებში დაჩქარებული წესით განიხილავენ კანონმდებლობას, რათა აღიკვეთოს უცხო სახელმწიფოების სასარგებლოდ მტრული საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური პირებისა და ჯგუფების ქმედებები. შინაგან საქმეთა მინისტრს მიენიჭება ახალი უფლებამოსილებები, რომ აკრძალოს სახელმწიფოს მხარდაჭერილი იმ ორგანიზაციების საქმიანობა, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას“, - აღნიშნულია ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თორნიკე ჭეიშვილი დიდ ბრიტანეთში მტრული საქმიანობის საწინააღმდეგო კანონზე: თავად ცდილობენ ასეთი ტიპის კანონმდებლობის დაჩქარებული წესით მიღებას
ლევან მახაშვილი დიდ ბრიტანეთზე: საკუთარი ვიწროპოლიტიკური მიზნების გამო ცდილობენ საქართველოს კრიტიკას, რაღაც „რუსული კანონების“ ძახილს, მაშინ როცა იგივე საფრთხეების წინაშე დგებიან, თავადაც იმავეს აკეთებენ
ევროპარლამენტში გააკრიტიკეს ტრამპის გადაწყვეტილება ევროპიდან იმპორტირებულ ავტომობილებზე 25-პროცენტიანი ტარიფების შემოღების შესახებ
თეკლა თიკანაშვილი: ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებთან მჭიდრო კომუნიკაციით გავიგოთ, რა საჭიროებები არსებობს, რომ კიდევ მეტად განვავითაროთ მცხეთა-მთიანეთის რეგიონი
მარიამ გრიგოლიშვილი: კონფერენციების დასასრულს შევძლებთ, რომ სამუშაო რეჟიმში გადატანილი გამოწვევები და იდეები ჩვენს სამომავლო საქმიანობაში განვახორციელოთ
არქივი