ლევან მახაშვილი დიდ ბრიტანეთზე: საკუთარი ვიწროპოლიტიკური მიზნების გამო ცდილობენ საქართველოს კრიტიკას, რაღაც „რუსული კანონების“ ძახილს, მაშინ როცა იგივე საფრთხეების წინაშე დგებიან, თავადაც იმავეს აკეთებენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
52 02 მაისი 2026, 12:09

ძალიან კარგად ჩანს ის სიყალბე და ორმაგი სტანდარტი, რასაც ჩვენ ვხედავთ-ხოლმე დიდი ბრიტანეთისგან, გერმანიისგან და სხვებისგან, რომლებიც თავის დროზე, საქართველოს სრულიად უსაფუძვლოდ აკრიტიკებდნენ, - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა დიდ ბრიტანეთზე საუბრისას, რომელიც მტრული საქმიანობის წინააღმდეგ კანონმდებლობას დაჩქარებული წესით იღებს.

„ყველა ქვეყანა, მით უმეტეს, დღევანდელი პოლიტიკური არეულობის დროს, ცდილობს საკუთარი დემოკრატიის, საარჩევნო პროცესების, პოლიტიკის, ეკონომიკის დაცვას. იმავეს აკეთებს საქართველოც, მაგრამ ასევე კარგად ხედავს იმ ორმაგ სტანდარტს, ორმაგ დამოკიდებულებას ზოგიერთი ქვეყნის მხრიდან, რომლებიც საკუთარი ვიწროპოლიტიკური მიზნების გამო ცდილობენ საქართველოს კრიტიკას, რაღაც „რუსული კანონების“ ძახილს, მაშინ როცა იგივე საფრთხეების წინაშე დგებიან, თავადაც იმავეს აკეთებენ.

ძალიან კარგად ჩანს ის სიყალბე და ორმაგი სტანდარტი, რასაც ჩვენ ვხედავთ-ხოლმე დიდი ბრიტანეთისგან, გერმანიისგან და სხვებისგან, რომლებიც თავის დროზე, საქართველოს აკრიტიკებდნენ სრულიად უსაფუძვლოდ“, - განაცხადა მახაშვილმა.

დიდი ბრიტანეთი დაჩქარებული წესით იღებს კანონმდებლობას მტრული საქმიანობის წინააღმდეგ და აპირებს აკრძალოს იმ ორგანიზაციების საქმიანობა, რომლებიც ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიან.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თორნიკე ჭეიშვილი დიდ ბრიტანეთში მტრული საქმიანობის საწინააღმდეგო კანონზე: თავად ცდილობენ ასეთი ტიპის კანონმდებლობის დაჩქარებული წესით მიღებას
ევროპარლამენტში გააკრიტიკეს ტრამპის გადაწყვეტილება ევროპიდან იმპორტირებულ ავტომობილებზე 25-პროცენტიანი ტარიფების შემოღების შესახებ
თეკლა თიკანაშვილი: ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებთან მჭიდრო კომუნიკაციით გავიგოთ, რა საჭიროებები არსებობს, რომ კიდევ მეტად განვავითაროთ მცხეთა-მთიანეთის რეგიონი
ბრიტანეთი მტრული საქმიანობის წინააღმდეგ კანონს იღებს და იმ ორგანიზაციების საქმიანობის კრძალავს, რომლებიც ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიან
მარიამ გრიგოლიშვილი: კონფერენციების დასასრულს შევძლებთ, რომ სამუშაო რეჟიმში გადატანილი გამოწვევები და იდეები ჩვენს სამომავლო საქმიანობაში განვახორციელოთ
არქივი