დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, ამერიკას ან სხვა ქვეყანას თუ სჭირდება მსგავსი კანონი იმისთვის, რომ უცხო ფული არ ტრიალებდეს, საქართველოს რატომ არ სჭირდება?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
58 02 მაისი 2026, 14:50

დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, ამერიკას ან სხვა ქვეყანას თუ სჭირდება მსგავსი კანონი იმისთვის, რომ უცხო ფული არ ტრიალებდეს, საქართველოს რატომ არ სჭირდება? - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა დიდ ბრიტანეთში მტრული საქმიანობის საწინააღმდეგო კანონზე მუშაობის შეფასებისას.

მისი თქმით, ამ ტიპის კანონი ყველა ქვეყნისთვის საჭიროა.

„ხალხის ძალა“ პირველი მერცხალია, რომელმაც 2023 წელს „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი შეიტანა საქართველოს პარლამენტში. შემდეგ რა პროცესებიც განვითარდა, ეს ყველამ კარგად ნახა და ახსოვს. ასეთი ტიპის კანონის [გამჭვირვალობის შესახებ] არსებობა ყველა ქვეყნისთვის საჭიროა, რათა ის დაცული იყოს უცხოური ძალებისგან და უკონტროლო ფულის არსებობისგან.

დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, ამერიკას ან სხვა ქვეყანას თუ სჭირდება მსგავსი კანონი იმისთვის, რომ უცხო ფული არ ტრიალებდეს, საქართველოს რატომ არ სჭირდება? ამ კითხვაზე ჩვენს „მეგობრებს“ ერთადერთი პასუხი ჰქონდათ. ჩვენ განვითარებული ქვეყანა ვართ და ვიცით, დემოკრატია როგორც მუშაობსო, თქვენ კი ჯერ არ იცითო. ეს ნიშნავს, რომ შენს მიმართ აღქმა ამ ხალხს, როგორც თავისუფალი, სუვერენული ქვეყნის მიმართ, არ აქვს", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დიდი ბრიტანეთი დაჩქარებული წესით იღებს კანონმდებლობას მტრული საქმიანობის წინააღმდეგ და აპირებს აკრძალოს იმ ორგანიზაციების საქმიანობა, რომლებიც ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიან.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„რითეილ ასოციაცია“ საპარლამენტო კომისიის დასკვნაზე: დავიწყეთ „საოჯახო კალათის“ ფარგლებში იმ პროდუქტების იდენტიფიცირება, რომლებზეც ვრცელდება სპეციალური საფასო პოლიტიკა, რათა მუდმივ რეჟიმში ვრცელდებოდეს განსაკუთრებული შეთავაზებები
Reuters: ჩინეთი ჰორმუზის სრუტის რაც შეიძლება სწრაფად გახსნას და ცეცხლის შეწყვეტის შენარჩუნებას ითხოვს
გიორგი სოსიაშვილი დოროთე ყურაშვილზე: ეს არის ანაფორით შემოსილი, რადიკალების რიგებში მდგომი ადამიანი, რომელიც ცდილობს დისონანსი შეიტანოს ქართულ ეკლესიაში
ლევან მაჭავარიანი დიდ ბრიტანეთში მტრული საქმიანობის საწინააღმდეგო კანონზე: სახეზე არის კლასიკური გაგებით ორმაგი სტანდარტი - ჩვენთან ამ ყველაფერს „რუსულს“ ეძახიან, თავის ქვეყანაში ეს ყველაფერი ეროვნულად არის მონათლული
ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის არმიის მასშტაბური რეფორმა დააანონსა
არქივი