Reuters: ჩინეთი ჰორმუზის სრუტის რაც შეიძლება სწრაფად გახსნას და ცეცხლის შეწყვეტის შენარჩუნებას ითხოვს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
8 02 მაისი 2026, 14:54

ჩინეთი ჰორმუზის სრუტის რაც შეიძლება სწრაფად გახსნას და ცეცხლის შეწყვეტის შენარჩუნებას ითხოვს. ინფორმაციას Reuters-ი გაეროში ჩინეთის ელჩზე, ფუ ცონგზე დაყრდნობით ავრცელებს.

ფუ ცონგის თქმით, ჰორმუზის სრუტის გახსნა ორივე მხარის, ირანისა და შეერთებული შტატების ვალდებულებაა.

როგორც დიპლომატმა აღნიშნა, როცა მიმდინარე თვეს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ჩინეთში ჩავა, ჰორმუზის სრუტის საკითხი ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან მოლაპარაკებების მთავარი თემა იქნება.

„ირანმა ჰორმუზის სრუტეზე დაწესებული შეზღუდვები უნდა მოხსნას, ხოლო აშშ-მა - საზღვაო ბლოკადა. ყველაზე გადაუდებელ საკითხს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვა წარმოადგენს. აღნიშნული რეჟიმი უნდა იყოს ხანგრძლივი და ორ მხარეს შორის კეთილსინდისიერი მოლაპარაკებები უნდა შედგეს. ვფიქრობ, საერთაშორისო საზოგადოება მობილიზებული უნდა იყოს და საბრძოლო მოქმედებების განახლების წინააღმდეგ ხმა აიმაღლოს“, - განაცხადა ჩინეთის ელჩმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„რითეილ ასოციაცია“ საპარლამენტო კომისიის დასკვნაზე: დავიწყეთ „საოჯახო კალათის“ ფარგლებში იმ პროდუქტების იდენტიფიცირება, რომლებზეც ვრცელდება სპეციალური საფასო პოლიტიკა, რათა მუდმივ რეჟიმში ვრცელდებოდეს განსაკუთრებული შეთავაზებები
დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, ამერიკას ან სხვა ქვეყანას თუ სჭირდება მსგავსი კანონი იმისთვის, რომ უცხო ფული არ ტრიალებდეს, საქართველოს რატომ არ სჭირდება?
გიორგი სოსიაშვილი დოროთე ყურაშვილზე: ეს არის ანაფორით შემოსილი, რადიკალების რიგებში მდგომი ადამიანი, რომელიც ცდილობს დისონანსი შეიტანოს ქართულ ეკლესიაში
ლევან მაჭავარიანი დიდ ბრიტანეთში მტრული საქმიანობის საწინააღმდეგო კანონზე: სახეზე არის კლასიკური გაგებით ორმაგი სტანდარტი - ჩვენთან ამ ყველაფერს „რუსულს“ ეძახიან, თავის ქვეყანაში ეს ყველაფერი ეროვნულად არის მონათლული
ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის არმიის მასშტაბური რეფორმა დააანონსა
არქივი