პროკურატურამ განზრახ მკვლელობის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
9 02 მაისი 2026, 20:09

საქართველოს პროკურატურამ ქუთაისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 30 აპრილს ქუთაისში, შურისძიების მოტივით, ბრალდებულმა სანადირო თოფით დაზარალებულს ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც სამედიცინო დახმარების მიუხედავად დაზარალებული საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მკვლელობის ადგილზე მყოფმა პირმა კი, რომელმაც ბრალდებულთან ერთად დატოვა შემთხვევის ადგილი, არ შეატყობინა სამართალდამცავებს განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის შესახებ.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულებს ბრალდება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) რაც თხუთმეტ წლამდე თავისუფლებისაღკვეთას ითვალისწინებს წარედგინა.მეორე დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მეორე ნაწილით, (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინა, რაც შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულების მიმართ აღვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე უკვე მიმართა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე - ბიზნესი თუ იმოქმედებს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით და გვექნება კოორდინაცია ფასების შემცირების თემასთან დაკავშირებით, შედეგის მიღწევა შესაძლებელია
ირაკლი კობახიძე - ფასების შემცირებით თითოეული მოქალაქეა დაინტერესებული, ჩვენც იგივე ინტერესი გვაქვს, რაც უფრო მეტად კმაყოფილია საზოგადოება, მით უკეთესია ხელისუფლებისთვის
პრემიერი: კონსულტაციების საფუძველზე უნდა იქნას გადაწყვეტილებები მიღებული, რათა არ დაზიანდეს არც ერთი მხარის, მათ შორის ბიზნესის ინტერესები
ირაკლი კობახიძე: ინტერესი იმისა, რომ ფასები შემცირდეს, არის ჩვენს შემთხვევაში ძალიან მძაფრად გამოხატული და ამას აქვს თავისი ობიექტური მიზეზი
პრემიერი: არ გვეშინია სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით დისკუსიის გახსნა, მაშინაც კი, როდესაც ეს შეიძლება იყოს ძალიან მგრძნობიარე თემა
არქივი