ირაკლი კობახიძე - ფასების შემცირებით თითოეული მოქალაქეა დაინტერესებული, ჩვენც იგივე ინტერესი გვაქვს, რაც უფრო მეტად კმაყოფილია საზოგადოება, მით უკეთესია ხელისუფლებისთვის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
35 02 მაისი 2026, 21:24

ფასებთან დაკავშირებით ხელისუფლების და საზოგადოების ინტერესი არის აბსოლუტურად ერთიანი და ერთგვაროვანი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, შესაბამისად, ფასებთან დაკავშირებით სიღრმისეული დისკუსიის გაშლა იყო ძალიან მნიშვნელოვანი.

„საზოგადოებას აინტერესებს ფასების შემცირება, პირდაპირ არის სუბიექტურად თითოეული მოქალაქე ამით დაინტერესებული. ჩვენც გვაქვს იგივე ინტერესი. ეს არის ობიექტური ინტერესებიც და გნებავთ სუბიექტური ინტერესიც იმიტომ, რომ რაც უფრო მეტად არის კმაყოფილი საზოგადოება, ეს მით უკეთესია ხელისუფლებისთვის. ეს სუბიექტური ინტერესი არის, ბუნებრივია. ჩვენ არ შევუშინდით დისკუსიის გახსნას მიუხედავად იმისა, რომ საკითხი იყო ძალიან მგრძნობიარე და როდესაც საკითხი არის მგრძნობიარე სოციალური კუთხით, იქ სპეკულირებაც ადვილია. თავისი მინუსებიც აქვს ამ საჯარო დისკუსიას, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ დადებითი მხარე ბევრად მეტი აქვს იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში, რაზეც აქამდე წარიმართებოდა მხოლოდ ზედაპირული საუბრები, იმაზე საზოგადოება უფრო მეტ ინფორმაციას მიიღებს და ამ ყველაფერში უფრო ღრმად ჩაიხედავს. არის გარკვეული კითხვები, რაც საზოგადოებაში არსებობდა, მაგალითად სად უფრო ძვირია იგივე პროდუქტი, საქართველოში თუ ევროპაში. მნიშვნელოვანია, რომ ამასაც გაეცეს ობიექტური პასუხი. არის თუ არა შესაძლებელი პროდუქტების გაიაფება – ეს არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი. ამისთვის საჭიროა, გაანალიზდეს ფასწარმოქმნის მთელი ჯაჭვი, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ელემენტს. ეს შეიძლება იყოს თვითონ პროდუქტის წარმოება, იმპორტი, დისტრიბუცია, მერე უშუალოდ რეალიზაცია საცალო ქსელებში. თითოეული ეს კომპონენტი არის გასაანალიზებელი იმისათვის, რომ ჩვენ იბიექტურად გავიგოთ, არის თუ არა ფასების შემცირების სივრცე და რესურსი, არის თუ არა სათანადო კონკურენცია. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ შეიძლება გარკვეული მოცემულობა აჩენდეს კარტელური გარიგებების ეჭვს და შეიძლება არ იყოს კონკურენცია სათანადო. ამასთან დაკავშირებითაც, ბუნებრივია, მნიშვნელოვანი იყო და არის კითხვებზე პასუხის მიღება“, – განაცახადა პრემიერ-მინისტრმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე - 2004-2012 წლებში ბიზნესის რეკეტი იყო ხელისუფლების ხელწერის ერთ-ერთი მთავარი შტრიხი, ჩვენი მიდგომა არის ერთადერთი და მარტივი, ეს არის ბიზნესის თავისუფლება
ირაკლი კობახიძე - ჩვენი ეკონომიკა 2020 წელს იყო 16 მლრდ დოლარი, დღეს არის უკვე 38 მლრდ დოლარი, ისევ მნიშვნელოვნად ჩამოვრჩებით დასავლეთ ევროპის ქვეყნებს, მაგრამ ვამცირებთ სხვაობას
ირაკლი კობახიძე - ბოლო სამი წლის განმავლობაში საშუალო ხელფასი ინფლაციასთან შედარებით 5-ჯერ გაიზარდა, რაც ნიშნავს, რომ ადამიანებს მეტის შეძენის საშუალება აქვთ
ირაკლი კობახიძე - ბიზნესი თუ იმოქმედებს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით და გვექნება კოორდინაცია ფასების შემცირების თემასთან დაკავშირებით, შედეგის მიღწევა შესაძლებელია
პრემიერი: კონსულტაციების საფუძველზე უნდა იქნას გადაწყვეტილებები მიღებული, რათა არ დაზიანდეს არც ერთი მხარის, მათ შორის ბიზნესის ინტერესები
არქივი