ირაკლი კობახიძე - ბიზნესი თუ იმოქმედებს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით და გვექნება კოორდინაცია ფასების შემცირების თემასთან დაკავშირებით, შედეგის მიღწევა შესაძლებელია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
44 02 მაისი 2026, 21:25

ნებისმიერი ბიზნესი ორიენტირებულია მაქსიმალური მოგების მიღებაზე და ამ ყველაფერში უხეში ჩარევა არ შეიძლება, თუმცა ვფიქრობთ, რომ თუ ბიზნესი იმოქმედებს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით და გვექნება კოორდინაცია ფასების შემცირების თემასთან დაკავშირებით, შედეგის მიღწევა შესაძლებელია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, უკვე გავრცელდა რამდენიმე განცხადება ბიზნესსექტორის წარმომადგენლების მხრიდან იმასთან დაკავშირებით, რომ განისაზღვროს ძირითადი სოციალური კალათა და შემცირდეს ფასები, რაც დასაწყისისთვის კარგია. პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ეს პროცესი გაგრძელდება.

„ამოცანა არ არის მარტივი, იმიტომ რომ საქმე ეხება ბიზნესს, რომელიც არის თავისუფალი და საკუთარი შეხედულების მიხედვით აწარმოებს საქმიანობას. ნებისმიერი ბიზნესი ორიენტირებულია მაქსიმალური მოგების მიღებაზე და ამ ყველაფერში უხეში ჩარევა არ შეიძლება. შეიძლება მთლიანად ჩამოშალო საბაზრო ურთიერთობები უხეში ჩარევის პირობებში. ამიტომ მგრძნობიარეა ეს საკითხი და ბუნებრივია, ჩვენ არასდროს გვიფიქრია უხეში ჩარევა საბაზრო ურთიერთობებში. თუმცა ვფიქრობთ, რომ ბიზნესი თუ იმოქმედებს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით და თუ გვექნება კოორდინაცია ფასების შემცირების თემასთან დაკავშირებით, შედეგის მიღწევა არის შესაძლებელი.

გავრცელდა რამდენიმე განცხადება ბიზნესსექტორის წარმომადგენლების მხრიდან იმასთან დაკავშირებით, რომ განისაზღვროს ძირითადი სოციალური კალათა და იქ მიღწეულ იქნას ფასების შემცირება, რაც კარგია დასაწყისისთვის. იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესი გაგრძელდება და, საბოლოო ჯამში გავალთ კონკრეტულ შედეგამდე, ეს არის მთავარი ამოცანა. საკითხი არის კომპლექსური და რთული, თუმცა თუ იქნება კოორდინირებული მუშაობა, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, ამ შემთხვევაში, შედეგი არის მიღწევადი,“- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე - 2004-2012 წლებში ბიზნესის რეკეტი იყო ხელისუფლების ხელწერის ერთ-ერთი მთავარი შტრიხი, ჩვენი მიდგომა არის ერთადერთი და მარტივი, ეს არის ბიზნესის თავისუფლება
ირაკლი კობახიძე - ჩვენი ეკონომიკა 2020 წელს იყო 16 მლრდ დოლარი, დღეს არის უკვე 38 მლრდ დოლარი, ისევ მნიშვნელოვნად ჩამოვრჩებით დასავლეთ ევროპის ქვეყნებს, მაგრამ ვამცირებთ სხვაობას
ირაკლი კობახიძე - ბოლო სამი წლის განმავლობაში საშუალო ხელფასი ინფლაციასთან შედარებით 5-ჯერ გაიზარდა, რაც ნიშნავს, რომ ადამიანებს მეტის შეძენის საშუალება აქვთ
ირაკლი კობახიძე - ფასების შემცირებით თითოეული მოქალაქეა დაინტერესებული, ჩვენც იგივე ინტერესი გვაქვს, რაც უფრო მეტად კმაყოფილია საზოგადოება, მით უკეთესია ხელისუფლებისთვის
პრემიერი: კონსულტაციების საფუძველზე უნდა იქნას გადაწყვეტილებები მიღებული, რათა არ დაზიანდეს არც ერთი მხარის, მათ შორის ბიზნესის ინტერესები
არქივი