ირაკლი კობახიძე - 2004-2012 წლებში ბიზნესის რეკეტი იყო ხელისუფლების ხელწერის ერთ-ერთი მთავარი შტრიხი, ჩვენი მიდგომა არის ერთადერთი და მარტივი, ეს არის ბიზნესის თავისუფლება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
11 02 მაისი 2026, 22:37

შეხმატკბილებული“ იყო ხელისუფლება და ბიზნესი 2004-2012 წლებში, როცა ბიზნესის რეკეტი იყო ხელისუფლების ხელწერის ერთ-ერთი მთავარი შტრიხი. რაც შეეხება ჩვენს მიდგომას, ჩვენი მიდგომა არის ერთადერთი და მარტივი, ეს არის ბიზნესის თავისუფლება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბიზნესი უნდა იყოს თავისუფალი და ერთადერთი, სადაც შეიძლება, ჩარევა განხორციელდეს, თუ სადმე იქნება უსამართლო თამაშის წესები.

„რაც შეეხება ხელისუფლების და ბიზნესის შეხმატკბილებას, შეხმატკბილებას თუ ცუდ სიტყვად მოვიხსენიებთ, ასე იყვნენ „შეხმატკბილებული“ ხელისუფლება და ბიზნესი 2004-2012 წლებში, როცა ბიზნესის რეკეტი იყო ხელისუფლების ხელწერის ერთ-ერთი მთავარი შტრიხი. რაც შეეხება ჩვენს მიდგომას, ჩვენი მიდგომა არის ერთადერთი და მარტივი, ეს არის ბიზნესის თავისუფლება. ბიზნესი უნდა იყოს თავისუფალი და ერთადერთი, სადაც შეიძლება, ჩარევა განხორციელდეს, თუ სადმე დავინახავთ უსამართლო თამაშის წესებს. ამაზე შეჯერებული ვართ ბიზნესთან. ბიზნესის ინტერესშიც არის, რომ თუ რომელიმე სხვა მონაწილე ბიზნესის სექტორის უსამართლოდ იქცევა, ეს კეთილსინდისიერისთვის არის პრობლემა. ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ამ პრობლემის მოგვარებაზე. სადმე თუ არის უსამართლო წესები ან წესებიდან გადახვევა და ა.შ. ბიზნესთან ერთად, უნდა ვიზრუნოთ ამ ყველაფრის მოწესრიგებაზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე - ჩვენი ეკონომიკა 2020 წელს იყო 16 მლრდ დოლარი, დღეს არის უკვე 38 მლრდ დოლარი, ისევ მნიშვნელოვნად ჩამოვრჩებით დასავლეთ ევროპის ქვეყნებს, მაგრამ ვამცირებთ სხვაობას
ირაკლი კობახიძე - ბოლო სამი წლის განმავლობაში საშუალო ხელფასი ინფლაციასთან შედარებით 5-ჯერ გაიზარდა, რაც ნიშნავს, რომ ადამიანებს მეტის შეძენის საშუალება აქვთ
ირაკლი კობახიძე - ბიზნესი თუ იმოქმედებს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით და გვექნება კოორდინაცია ფასების შემცირების თემასთან დაკავშირებით, შედეგის მიღწევა შესაძლებელია
ირაკლი კობახიძე - ფასების შემცირებით თითოეული მოქალაქეა დაინტერესებული, ჩვენც იგივე ინტერესი გვაქვს, რაც უფრო მეტად კმაყოფილია საზოგადოება, მით უკეთესია ხელისუფლებისთვის
პრემიერი: კონსულტაციების საფუძველზე უნდა იქნას გადაწყვეტილებები მიღებული, რათა არ დაზიანდეს არც ერთი მხარის, მათ შორის ბიზნესის ინტერესები
არქივი