პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღები და ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
50 03 მაისი 2026, 12:31

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე - 2001 წელს დაბადებული რ.მ. დააკავეს.

პოლიციამ ბრალდებულის დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო ცეცხლსასროლი პისტოლეტები, საბრძოლო ვაზნები და მჭიდები. სამართალდამცველების მიერ, ასევე, ამოღებულია „მარიხუანა" და ფსიქოაქტიური ნივთიერება ე.წ. „ბიო”. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 260-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური: ბათუმში სასწრაფო დახმარების ბრიგადის ავტომობილი ორ ქვეითს შეეჯახა, დაშავებულები დაუყოვნებლივ გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში
მაკა ბოჭორიშვილი: ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში გაიმართება დისკუსია დაკავშირებადობასა და ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხებზე. მნიშვნელოვანია ამ ფორმატში პრემიერ-მინისტრის მონაწილეობა
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური საზოგადოების მე-8 სამიტში მიიღებს მონაწილეობას
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საჰაერო მიმოსვლაზე შეზღუდვები მოიხსნა
არქივი