48
03 მაისი 2026, 14:17
ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მე-8 შეხვედრა იმართება ერევანში და პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს ამ შეხვედრაში, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, მთავრობის მეთაური მონაწილეობას მიიღებს მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაში, რომელიც შეეხება დაკავშირებადობას და ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხებს.
„ეს მნიშვნელოვანია როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის, ასევე ზოგადად, ევროპის რეგიონისთვის. საქართველოს აქვს განსაკუთრებული როლი, როდესაც ჩვენ დაკავშირებადობაზე ვსაუბრობთ და, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ამ ფორმატში პრემიერ-მინისტრის მონაწილეობა”, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |