საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური: ბათუმში სასწრაფო დახმარების ბრიგადის ავტომობილი ორ ქვეითს შეეჯახა, დაშავებულები დაუყოვნებლივ გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
68 03 მაისი 2026, 14:22

ბათუმში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ავტომობილი ორ ქვეითს შეეჯახა, - ინფორმაციას სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები დაუყოვნებლივ გადაყვანილ იქნენ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მათ უტარდებათ ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება.

„ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს დაწყებული აქვს გამოძიება, რის შედეგადაც დადგინდება, იყო თუ არა აღნიშნულ ავტოსაგზაო შემთხვევაში მძღოლის ბრალეულობა.

დანაშაულის გამოვლენის შემთხვევაში, შემთხვევაზე პასუხისმგებელი პირის მიმართ, კანონის შესაბამისად, გატარდება ყველა შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიება“, - წერია ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ბრიტანეთის მთავრობამ ავიაკომპანიებს ნებართვა მისცა, საავიაციო საწვავის დაზოგვის მიზნით, ზაფხულის სეზონზე რეისები გააუქმონ ან ერთი მიმართულების რეისები გააერთიანონ
მაკა ბოჭორიშვილი: ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში გაიმართება დისკუსია დაკავშირებადობასა და ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხებზე. მნიშვნელოვანია ამ ფორმატში პრემიერ-მინისტრის მონაწილეობა
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს
პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღები და ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური საზოგადოების მე-8 სამიტში მიიღებს მონაწილეობას
არქივი