რომის პაპი - დღეს ჩვენ მსოფლიო პრესის თავისუფლების დღეს აღვნიშნავთ, სამწუხაროდ, ეს უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარად, ზოგჯერ კი უფრო ფარული ფორმით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
65 03 მაისი 2026, 17:07

დღეს ჩვენ მსოფლიო პრესის თავისუფლების დღეს აღვნიშნავთ, სამწუხაროდ, ეს უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარად, ზოგჯერ კი უფრო ფარული ფორმით, – ამის შესახებ რომის პაპმა, ლეო XIV-მ განაცხადა.

ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე, საკვირაო ლოცვის დასრულების შემდეგ, რომის პაპმა განაცხადა, რომ ეს დღე ხაზს უსვამს, როგორც დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის მნიშვნელობას, ასევე იმ მზარდ საფრთხეებს, რომელთა წინაშეც მედიის წარმომადგენლები დგანან, განსაკუთრებით კონფლიქტურ რეგიონებში.

„დღეს ჩვენ იუნესკო-ს მიერ ორგანიზებულ მსოფლიო პრესის თავისუფლების დღეს აღვნიშნავთ. სამწუხაროდ, ეს უფლება ხშირად ირღვევა, ზოგჯერ აშკარა გზებით, ზოგჯერ უფრო ფარული ფორმით. ჩვენ გვახსოვს მრავალი ჟურნალისტი და რეპორტიორი, რომლებიც ომისა და ძალადობის მსხვერპლი გახდნენ“, – განაცხადა რომის პაპმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიტროპოლიტი შიო - ინებოს უფალმა, რომ ჩვენს ეკლესიაში საყოველთაო ნათლობების ტრადიცია კვლავაც გაგრძელდეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთის რესპუბლიკას ეწვია, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტში მიიღებს მონაწილეობას
„რადიო თავისუფლების“ პროექტმა „ეხო კავკაზა“ მუშაობა შეწყვიტა
ბრიტანეთის მთავრობამ ავიაკომპანიებს ნებართვა მისცა, საავიაციო საწვავის დაზოგვის მიზნით, ზაფხულის სეზონზე რეისები გააუქმონ ან ერთი მიმართულების რეისები გააერთიანონ
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური: ბათუმში სასწრაფო დახმარების ბრიგადის ავტომობილი ორ ქვეითს შეეჯახა, დაშავებულები დაუყოვნებლივ გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში
არქივი