ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს შეხვდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
66 04 მაისი 2026, 12:21

აზიის განვითარების ბანკის (ADB) 59-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს, ლეა გუტიერესს შეხვდა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრას დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.

მხარეებმა ისაუბრეს ADB-სთან 2024-2028 წლების პარტნიორობის სტრატეგიით განსაზღვრული პროგრამების მიმდინარეობასა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე.

როგორც ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, საქართველოს აზიის განვითარების ბანკთან აქვს ინტენსიური თანამშრომლობის დღის წესრიგი, რომელიც ორიენტირებულია ქვეყნის განვითარებაზე.

საუბარი შეეხო ADB-ის მხარდაჭერით განხორციელებულ, მიმდინარე და სამომავლო პროექტებს ინფრასტრუქტურის, სატრანსპორტო, ენერგეტიკის, რეგიონულ, მუნიციპალურ და სხვა სექტორებში. ხაზი გაესვა აზიის განვითარების ბანკის მნიშვნელოვან როლს, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორის დაფინანსების მიმართულებით.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა გამოთქვეს მზაობა, გაგრძელდეს თანამშრომლობა ორმხრივი და რეგიონული მიმართულებით.

წელს, აზიის განვითარების ბანკის წლიურ შეხვედრას უზბეკეთის რესპუბლიკა, ქალაქი სამარყანდი მასპინძლობს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძემ, EPC-ს სამიტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაში თემაზე - „დაკავშირებადობის გაძლიერება და ეკონომიკური უსაფრთხოება“
დავით ჩიხელიძე: ევროპელი ლიდერების დამოკიდებულება და განცხადებები აჩვენებს, რომ ჩვენი ქვეყანა წარმოადგენს სტაბილურობისა და განვითარების იმ საყრდენ წერტილს, რომლის გარეშეც ევროპული ეკონომიკური უსაფრთხოება ვერ მიიღწევა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა
ილჰამ ალიევი - ევროპარლამენტი სამშვიდობო პროცესის საბოტაჟს ცდილობს, წარმოიდგინეთ, ხუთ წელიწადში შეურაცხმყოფელი განცხადებებით სავსე 14 რეზოლუცია მიიღეს, ეს უკვე აკვიატებაა
მიხეილ სააკაშვილი - ნიკა მელიას წერილიდან მხოლოდ ის გავიგე, რომ მე არ მოვწონვარ
არქივი