ურსულა ფონ დერ ლაიენი: ევროპული პარტნიორობის ფარგლებში განვიხილავთ ევროპის დამოუკიდებლობის საკითხს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
74 04 მაისი 2026, 12:22

ევროპული პარტნიორობის ფარგლებში, ჩვენ განვიხილავთ ევროპის დამოუკიდებლობის საკითხს, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტის დაწყებამდე.

მისი თქმით, ევროპამ უნდა გაზარდოს თავდაცვითი შესაძლებლობები.

„ევროპული პარტნიორობის ფარგლებში, ჩვენ განვიხილავთ ევროპის დამოუკიდებლობის საკითხს. იმას თუ როგორ უნდა შევამციროთ ჩვენი დამოკიდებულება ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორიც არის ენერგეტიკა, თავდაცვა და უსაფრთხოება. ჩვენ უნდა გავზარდოთ ჩვენი სუვერენული აქტივები და განვაახლოთ ენერგიის წყაროები და ატომური ენერგეტიკა. ჩვენ ასევე უნდა გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობები, რათა საკუთარი თავის დაცვა შევძლოთ. ჩვენ უნდა გავზარდოთ სამხედრო წარმოება“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტზე, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ესწრება, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები იმყოფებიან.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძემ, EPC-ს სამიტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაში თემაზე - „დაკავშირებადობის გაძლიერება და ეკონომიკური უსაფრთხოება“
დავით ჩიხელიძე: ევროპელი ლიდერების დამოკიდებულება და განცხადებები აჩვენებს, რომ ჩვენი ქვეყანა წარმოადგენს სტაბილურობისა და განვითარების იმ საყრდენ წერტილს, რომლის გარეშეც ევროპული ეკონომიკური უსაფრთხოება ვერ მიიღწევა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა
ილჰამ ალიევი - ევროპარლამენტი სამშვიდობო პროცესის საბოტაჟს ცდილობს, წარმოიდგინეთ, ხუთ წელიწადში შეურაცხმყოფელი განცხადებებით სავსე 14 რეზოლუცია მიიღეს, ეს უკვე აკვიატებაა
მიხეილ სააკაშვილი - ნიკა მელიას წერილიდან მხოლოდ ის გავიგე, რომ მე არ მოვწონვარ
არქივი