საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
59 04 მაისი 2026, 13:25

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობს.

სამიტის მონაწილე ლიდერებს ერევანში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მასპინძლობს.

მთავრობის მეთაური ევროპელ ლიდერებს დღეს სიტყვით მიმართავს მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაზე, რომლის მთავარი თემაა დაკავშირებადობის გაძლიერება და ეკონომიკური უსაფრთხოება.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, სამიტი გამოყენებული იქნება ორმხრივი შეხვედრებისთვისაც, სიტყვით გამოსვლისას კი ყურადღება დაეთმობა საქართველოს განსაკუთრებულ როლს ევროპისთვის დაკავშირებადობის თვალსაზრისით.

„ჩვენ შვიდ ქვეყანას ვაკავშირებთ შავ ზღვასთან და შესაბამისად - დასავლეთთან ეკონომიკური, სავაჭრო კუთხით და ბუნებრივია, ამაზე აქტიურად გვექნება საუბარი. საქართველოს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა დაკავშირებადობის თვალსაზრისით ევროპისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაური დაესწრო სამიტის პლენარულ სესიას, რომელიც მასპინძელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ გახსნეს.

სამიტის მონაწილე ლიდერებმა ერთობლივი ფოტო გადაიღეს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძემ, EPC-ს სამიტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაში თემაზე - „დაკავშირებადობის გაძლიერება და ეკონომიკური უსაფრთხოება“
დავით ჩიხელიძე: ევროპელი ლიდერების დამოკიდებულება და განცხადებები აჩვენებს, რომ ჩვენი ქვეყანა წარმოადგენს სტაბილურობისა და განვითარების იმ საყრდენ წერტილს, რომლის გარეშეც ევროპული ეკონომიკური უსაფრთხოება ვერ მიიღწევა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა
ილჰამ ალიევი - ევროპარლამენტი სამშვიდობო პროცესის საბოტაჟს ცდილობს, წარმოიდგინეთ, ხუთ წელიწადში შეურაცხმყოფელი განცხადებებით სავსე 14 რეზოლუცია მიიღეს, ეს უკვე აკვიატებაა
მიხეილ სააკაშვილი - ნიკა მელიას წერილიდან მხოლოდ ის გავიგე, რომ მე არ მოვწონვარ
არქივი