ვოლოდიმირ ზელენსკი - შესაძლოა, რუსეთში 9 მაისის აღლუმზე უკრაინულმა დრონებმაც გადაიფრინონ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
61 04 მაისი 2026, 14:13

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი აღარ არის ისეთი ძლიერი, როგორც ადრე.

„რუსეთმა 9 მაისს აღლუმი გამოაცხადა, თუმცა ამ აღლუმზე სამხედრო ტექნიკა არ იქნება. თუ ეს სიმართლეა, ეს იქნება პირველი შემთხვევა მრავალი წლის შემდეგ, როდესაც ისინი ვერ შეძლებენ აღლუმზე იარაღის წარმოდგენას. შესაძლოა, ამ აღლუმზე უკრაინულმა დრონებმაც გადაიფრინონ. ეს აჩვენებს, რომ ისინი აღარ არიან ისეთი ძლიერები, როგორებიც ადრე“, - აღნიშნა ზელენსკიმ ერევანში მიმდინარე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მერვე სამიტზე.

მისი თქმით, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს აგრძელებს.

„ეს ზაფხული იქნება მომენტი, როდესაც პუტინი გადაწყვეტს, რა გააკეთოს შემდეგ: გააფართოოს ეს ომი თუ დიპლომატიური გზებით გადავიდეს. ჩვენ კი ის დიპლომატიისკენ უნდა წავიყვანოთ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძემ, EPC-ს სამიტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაში თემაზე - „დაკავშირებადობის გაძლიერება და ეკონომიკური უსაფრთხოება“
დავით ჩიხელიძე: ევროპელი ლიდერების დამოკიდებულება და განცხადებები აჩვენებს, რომ ჩვენი ქვეყანა წარმოადგენს სტაბილურობისა და განვითარების იმ საყრდენ წერტილს, რომლის გარეშეც ევროპული ეკონომიკური უსაფრთხოება ვერ მიიღწევა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა
ილჰამ ალიევი - ევროპარლამენტი სამშვიდობო პროცესის საბოტაჟს ცდილობს, წარმოიდგინეთ, ხუთ წელიწადში შეურაცხმყოფელი განცხადებებით სავსე 14 რეზოლუცია მიიღეს, ეს უკვე აკვიატებაა
მიხეილ სააკაშვილი - ნიკა მელიას წერილიდან მხოლოდ ის გავიგე, რომ მე არ მოვწონვარ
არქივი