ირაკლი კობახიძე - გავაძლიერეთ ძალისხმევა ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ, რასაც დადებითი გავლენა ექნება ევროპაში ნარკოტრეფიკის დინამიკის კლებაზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
50 04 მაისი 2026, 15:36

გასულ წელს გავაძლიერეთ ძალისხმევა ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ საბრძოლველად. ეს ეხება როგორც ქვეყნის შიგნით ვაჭრობას, ასევე ტრანზიტს. მხოლოდ გასულ 2025 წელს 3 000-ზე მეტი ნარკოდილერი დავაკავეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ნარკოტიკების წინააღმდეგ ევროპული კოალიციის (ECAD) მეორე შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, გასულ წელს ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულის გამოვლენის მაჩვენებელი 87%-ით გაიზარდა.

„საქართველო, როგორც მოგეხსენებათ, სატრანზიტო ქვეყანაა და ბუნებრივად ვაკავშირებთ აზიას ევროპასთან. რა თქმა უნდა, ეს განსაკუთრებული გამოწვევაა ნარკოტიკებით საერთაშორისო ვაჭრობის კონტექსტში. გასულ წელს გავაძლიერეთ ძალისხმევა ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ საბრძოლველად. ეს ეხება როგორც ქვეყნის შიგნით ვაჭრობას, ასევე ტრანზიტს. მხოლოდ გასულ, 2025 წელს 3 000-ზე მეტი ნარკოდილერი დავაკავეთ. საქართველოს მსგავსი პატარა ზომის ქვეყნისთვის ეს ძალიან დიდი რიცხვია. მანამდე, ჯამში, მხოლოდ 8 000 პატიმარი გვყავდა ქვეყანაში. ამას იმიტომ ვამბობ, რომ წარმოდგენა შეგექმნათ მაჩვენებლების სიდიდეზე. გასულ წელს ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულის გამოვლენის მაჩვენებელიც გავზარდეთ 87 პროცენტით. გამოვავლინეთ საერთაშორისო ნარკოტრეფიკის 144 შემთხვევა, რასაც, რა თქმა უნდა, დადებითი გავლენა ექნება ევროპაში ნარკოტრეფიკის დინამიკის კლების სახით. მაგალითად, გასულ წელს ამოვიღეთ 900 კილოგრამზე მეტი ჰეროინი. ეს უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელია საქართველოსთვის. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ონლაინ გაყიდვებია. ამჟამად ამ პრობლემასთან გამკლავება ჩვენი მთავარი ამოცანაა. მზად ვართ, ყველა თქვენგანთან ინტენსიურად ვითანამშრომლოთ, გაგიზიაროთ ჩვენი გამოცდილება და ვისწავლოთ თქვენგან, როგორ უმკლავდებით ამ პრობლემებს. მზად ვართ, საერთო ინიციატივები შევიმუშაოთ ამ მიმართულებით და საერთაშორისო ქსელებში ნარკოტრაფიკის სქემები გამოვავლინოთ“, – განაცხადა პრემიერმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მელონი: ევროპამ საკუთარი თავდაცვისუნარიანობა უნდა გააძლიეროს
პრემიერი: ჩვენი გუნდი არის ეფექტიანი, კანონმდებლობა არის ეფექტიანი და ორიენტირებულია ეკონომიკის მაქსიმალურ ზრდაზე, ასევე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა - პირველი კვარტალი ჩვენ დავხურეთ 9.1% ეკონომიკური ზრდით
პრემიერი: დეზინფორმაციით გაჯერებული განცხადებები ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან არის სერიოზული პრობლემა, ამაზე ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ, ეს არის სამწუხარო რეალობა და იმედი გვაქვს, რომ ამ მიმართულებით მოცემულობა შეიცვლება
ირაკლი კობახიძემ, EPC-ს სამიტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაში თემაზე - „დაკავშირებადობის გაძლიერება და ეკონომიკური უსაფრთხოება“
დავით ჩიხელიძე: ევროპელი ლიდერების დამოკიდებულება და განცხადებები აჩვენებს, რომ ჩვენი ქვეყანა წარმოადგენს სტაბილურობისა და განვითარების იმ საყრდენ წერტილს, რომლის გარეშეც ევროპული ეკონომიკური უსაფრთხოება ვერ მიიღწევა
არქივი