დავით ჩიხელიძე: ევროპელი ლიდერების დამოკიდებულება და განცხადებები აჩვენებს, რომ ჩვენი ქვეყანა წარმოადგენს სტაბილურობისა და განვითარების იმ საყრდენ წერტილს, რომლის გარეშეც ევროპული ეკონომიკური უსაფრთხოება ვერ მიიღწევა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
59 04 მაისი 2026, 15:47

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მონაწილეობა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მნიშვნელოვანი მოვლენაა როგორც საქართველოსთვის, ისე ფართო ევროპული სივრცისთვის, - წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, საქართველო დღეს საერთაშორისო პოლიტიკური დღის წესრიგის ცენტრშია, ხოლო ევროპელი ლიდერების დამოკიდებულება და განცხადებები აჩვენებს, რომ საქართველო წარმოადგენს სტაბილურობისა და განვითარების იმ საყრდენ წერტილს, რომლის გარეშეც ევროპული ეკონომიკური უსაფრთხოება ვერ მიიღწევა.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მონაწილეობა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მნიშვნელოვანი მოვლენაა როგორც საქართველოსთვის, ისე ფართო ევროპული სივრცისთვის. მსგავსი ფორმატი სწორედ იმ მიზნით შეიქმნა, რომ ევროპულმა ქვეყნებმა ევროკავშირის წევრებმა და პარტნიორებმა, საერთო გამოწვევებზე და თანამშრომლობაზე ღიად და მოქნილად იმსჯელონ.
სამიტი, ახალ შესაძლებლობებს უხსნის როგორც ჩვენს ქვეყანას, ისე მთლიანად ევროპას. სამიტის მიმდინარეობა და ევროპელი ლიდერების შეცვლილი დამოკიდებულება საქართველოს პრემიერის მიმართ ნათლად აჩვენებს, რომ დასავლეთი გონს მოეგო და სრულად აცნობიერებს საქართველოს, როგორც უალტერნატივო სტრატეგიული პარტნიორის მნიშვნელობას.
სამიტი იქცა დასავლეთის შეცვლილი პოზიციის თვალსაჩინო მაგალითად. მიუხედავად წარსულში გაჟღერებული ვერბალური კრიტიკისა, დღეს საქართველო ყველასთვის სასურველ და მისაღებ ქვეყნად იქცა. ევროპელ ლიდერებს შორის არსებული ინტერესი და პრემიერ-მინისტრთან ხელის ჩამორთმევის ერთგვარი „შეჯიბრი“ დასტურია, რომ საქართველოს როლი ევროპული უსაფრთხოებისა და ეკონომიკის არქიტექტურაში გადამწყვეტია.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, ირაკლი კობახიძის შეხვედრა ვოლოდიმირ ზელენსკისთან და სხვა მაღალი რანგის პირებთან. სამიტის ფარგლებში გამართული მრავალრიცხოვანი შეხვედრები ადასტურებს, რომ წარსულში არსებული უთანხმოებები ადგილს უთმობს პრაგმატულ თანამშრომლობას. ევროპა ეტაპობრივად ახდენს იმ რეალობის გააზრებას, რომ საქართველოს გარეშე კონტინენტის ეკონომიკური უსაფრთხოება წარმოუდგენელია.
ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტი არის გარდამტეხი მომენტი. საქართველო დღეს საერთაშორისო პოლიტიკური დღის წესრიგის ცენტრშია, ხოლო ევროპელი ლიდერების დამოკიდებულება და განცხადებები აჩვენებს, რომ ჩვენი ქვეყანა არის სტაბილურობისა და განვითარების ის საყრდენი წერტილი, რომლის გარეშეც ევროპული ეკონომიკური უსაფრთხოება ვერ მიიღწევა“, - წერს ჩიხელიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძემ, EPC-ს სამიტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაში თემაზე - „დაკავშირებადობის გაძლიერება და ეკონომიკური უსაფრთხოება“
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა
ილჰამ ალიევი - ევროპარლამენტი სამშვიდობო პროცესის საბოტაჟს ცდილობს, წარმოიდგინეთ, ხუთ წელიწადში შეურაცხმყოფელი განცხადებებით სავსე 14 რეზოლუცია მიიღეს, ეს უკვე აკვიატებაა
მიხეილ სააკაშვილი - ნიკა მელიას წერილიდან მხოლოდ ის გავიგე, რომ მე არ მოვწონვარ
ირაკლი კობახიძე - გავაძლიერეთ ძალისხმევა ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ, რასაც დადებითი გავლენა ექნება ევროპაში ნარკოტრეფიკის დინამიკის კლებაზე
არქივი