ამერიკული მედიის ცნობით, ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ შესაძლო შეთქმულებისა და თავდასხმის გამო კრემლმა უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
53 04 მაისი 2026, 16:10

კრემლში შეშფოთებული არიან ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ შესაძლო შეთქმულებისა და რუსეთის პრეზიდენტზე შესაძლო თავდასხმის გამო, მათ შორის, უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით, – ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის დაზვერვის ანგარიშში, რომელსაც CNN-ისა და Financial Times-ის ჟურნალისტები გაეცნენ.

ანგარიშის მიხედვით, უკვე გაძლიერდა პუტინის დაცვა. კერძოდ, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა გაამკაცრა შემოწმებები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, შეზღუდა პუტინის გადაადგილება და, ფაქტობრივად, გადაიყვანა იგი დაცული ბუნკერებიდან მუშაობის რეჟიმზე.

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტი აღარ ჩადის მოსკოვის ოლქსა და ვალდაიში მდებარე რეზიდენციებში.

ანგარიშის მიხედვით, მკაცრად კონტროლდებიან ის თანამშრომლებიც, რომლებსაც პუტინთან წვდომა აქვთ. მათ აეკრძალათ ჩვეულებრივი ტელეფონებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენება, ხოლო მზარეულების, ფოტოგრაფებისა და დაცვის თანამშრომლების სახლებში დამონტაჟდა მეთვალყურეობის სისტემები.

მედიის ცნობით, „დესტაბილიზაციის პოტენციურ ფაქტორად“ რუსეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ განიხილება, რადგან მისი ყოფილი პირველი მოადგილის, რუსლან ცალიკოვის დაპატიმრებამ „ელიტების უსაფრთხოების არაფორმალური გარანტიები შეარყია“.

მედიის მიერ მოპოვებულ ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ მთლიანობაში რუსეთში გაიზარდა შიდა კონფლიქტის რისკი, ფიქსირდება დაძაბულობის ზრდა ძალოვან სტრუქტურებს შორის, რომლებიც ერთმანეთს უკრაინული სპეცსამსახურების თავდასხმებისგან დაცვის ჩავარდნებში ადანაშაულებენ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამთა მეგრელიშვილი: საქართველოს პრემიერ-მინისტრთან კომუნიკაციის ინტენსივობა და ევროპელი ლიდერების აქტიურობა მიუთითებს იმაზე, რომ საქართველო ევროპისთვის არა მხოლოდ პარტნიორი, არამედ შეუცვლელი დასაყრდენია
გია აბაშიძე: ჯერ უკრაინამ დაიწყო, შემდეგ იქნება ბრიუსელი სახის შენარჩუნების მცდელობაში, როგორმე აღდგეს მათ მიერ დაზიანებული ურთიერთობა - ოფიციალურ თბილისს არავისთან აქვს საბოდიშო
თამარ ჩიბურდანიძე: ევროპამ კარგად იცის, რომ დაკავშირებადობის საკითხში საქართველოს სამხრეთ კავკასიაში ვერავინ ჩაანაცვლებს, სწორედ ამიტომ ვხედავთ განსხვავებულ კონტურებს დღეს
დავით ქართველიშვილი: გეოგრაფია და ეკონომიკა საქართველოს მხარეზე მუშაობს - შავი ზღვისკენ გასასვლელი, მოქმედი დერეფნები და სტაბილური ჰაბის რეპუტაცია მას რეგიონულ არქიტექტურაში შეუცვლელს ხდის
დავით ქართველიშვილი: საქართველო ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, სულ უფრო შესამჩნევლად გამოდის ზეწოლის ობიექტის რეჟიმიდან და ბრუნდება იმ აქტივის კატეგორიაში, რომელსაც ანგარიშს უწევენ
არქივი