პრემიერი: დეზინფორმაციით გაჯერებული განცხადებები ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან არის სერიოზული პრობლემა, ამაზე ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ, ეს არის სამწუხარო რეალობა და იმედი გვაქვს, რომ ამ მიმართულებით მოცემულობა შეიცვლება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
40 04 მაისი 2026, 18:43

ეალობა და იმედი გვაქვს, რომ ამ მიმართულებით მოცემულობა შეიცვლება

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

დეზინფორმაციით გაჯერებული განცხადებები ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან არის სერიოზული პრობლემა, ამაზე ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ, ეს არის სამწუხარო რეალობა და იმედი გვაქვს, რომ ამ მიმართულებით მოცემულობა შეიცვლება, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ერევანში ქართველ ჟურნალისტებს.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დღევანდელ სამიტში მონაწილეობდნენ კონკრეტული პოლიტიკოსები, რომლებსაც გაუკეთებიათ უსამართლო განცხადებები ქართველი ხალხისა და ქვეყნის მიმართ.

„რაც შეეხება დეზინფორმაციას ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან, ეს არის სერიოზული პრობლემა ამაზე ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ, ხშირად გვიწევს ხოლმე კომენტარების კეთება, გვიწევს ვუპასუხოთ ხოლმე. დეზინფორმაციით გაჯერებული განცხადებები არის სამწუხარო რეალობა და იმედი გვაქვს, რომ ამ მიმართულებით მოცემულობა შეიცვლება.

ამ სამიტში მონაწილეობდნენ კონკრეტული პოლიტიკოსები, არ შევალ დეტალებში, გვარებს არ დავასახელებ, მაგრამ აქ იყვნენ წარმოდგენილი პოლიტიკოსები, რომლებსაც გაუკეთებიათ უსამართლო განცხადებები ქართველი ხალხის, ჩვენი ქვეყნის მიმართ, რაც ძალიან სამწუხაროა, თუმცა ჩვენ უნდა ვიმუშაოთ. ეს არის ის რეალობა, რა რეალობაშიც ჩვენ გვიწევს მუშაობა, თუმცა ამას თვალი უნდა გავუსწოროთ. მთავარია, ჩვენ მაქსიმალურად ვიზრუნოთ ზოგადად ყველა მიმართულებით ურთიერთობების განვითარებაზე. თუ იქნება სამართლიანი მიდგომა, ამ შემთხვევაში ყველა პრობლემა მოიხსნება. აქ ჩვენ საქართველოსთან მიმართებით კრიტიკული განცხადებები საერთოდ არ მოგვისმენია. ამ ფორმატში საერთოდ არ ყოფილა საუბარი, მქონდა გასაუბრება არაერთ ლიდერთან. ამ ფორმატში ლიდერების ნახევარზე მეტთან გაქვს გასაუბრების საშუალება ასეთია ეს ფორმატი. ყველასთან მქონდა საუბარი იმ რეალობაზე, რომელიც არის ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი მოსაზრებები გავუზიარეთ ყველას, ეს არის საერთო შინაარსი, რაც შემიძლია გადმოგცეთ ამ ფორმატთან დაკავშირებით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე: არავის ენანება არც 1 თეთრი, არც 50 და არც თუნდაც, 150 მილიონი იმაში, რასაც მოაქვს კონკრეტული შედეგი, მთავარია, ყველაფერი იყოს გონივრულად გააზრებული, სიფრთხილეა საჭირო, როდესაც ფარმაცევტულ კომპანიებს ეხება საქმე
ირაკლი კობახიძე: ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტზე სიტყვით გამოსვლისას ხაზი გავუსვი საქართველოს სტრატეგიულ როლს ევროპასა და აზიას შორის საიმედო ხიდის რანგში
ირაკლი კობახიძე: ალენ ბერსესთან შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობა ევროსაბჭოსთან და გამოვთქვით მზადყოფნა ჩვენი პარტნიორობის მეტად გაძლიერების მიმართულებით
მელონი: ევროპამ საკუთარი თავდაცვისუნარიანობა უნდა გააძლიეროს
პრემიერი: ჩვენი გუნდი არის ეფექტიანი, კანონმდებლობა არის ეფექტიანი და ორიენტირებულია ეკონომიკის მაქსიმალურ ზრდაზე, ასევე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა - პირველი კვარტალი ჩვენ დავხურეთ 9.1% ეკონომიკური ზრდით
არქივი