ვოლოდიმირ ზელენსკი: დიდი ხნის განმავლობაში პირველად, ჩვენ პირისპირ ვესაუბრეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს - მიმაჩნია, რომ ეს სწორია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
59 04 მაისი 2026, 21:30

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა რამდენიმე ქვეყანასთან, კერძოდ კი, სომხეთთან, საქართველოსა და სლოვაკეთთან უკრაინის ურთიერთობებში არსებული მთელი რიგი მიმართულებების განბლოკვის შესახებ.

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი ვიზიტი სომხეთში ბოლო 24 წლის განმავლობაში ამ დონის პირველი ვიზიტია, რაც, მისივე თქმით, მნიშვნელოვანი პოლიტიკური სიგნალია.

ერევანში ზელენსკიმ ასევე გამართა მოლაპარაკებები სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოსთან. საუბრის შედეგად მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამთავრობო კონსულტაციებს გამართავენ.

„ახლა დიპლომატები გადაწყვეტენ, იქნება ეს ბრატისლავა თუ კიევი. ყველა მინისტრი იქნება წარმოდგენილი, ეს მნიშვნელოვანია, იქ უკვე კონკრეტული საკითხები და თანამშრომლობა განიხილება. ეს ასევე, ვფიქრობ, კარგი სიგნალია“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

როგორც ცნობილია, სამიტის კულუარებში უკრაინის პრეზიდენტი პირველად შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს.

„ასევე, დიდი ხნის განმავლობაში პირველად, ჩვენ პირისპირ ვესაუბრეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს. მიმაჩნია, რომ ესეც სწორია“, - ასე გამოეხმაურა ზელენსკი აღნიშნულ შეხვედრას.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვოლოდიმირ ზელენსკი - მქონდა შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან, მნიშვნელოვანია, დიალოგი ყველა დონეზე გაგრძელდეს, ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ თანამშრომლობას
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს ამ ხნის განმავლობაში აქვს მტკიცედ ჩამოყალიბებული პოზიცია და დამოკიდებულება უკრაინასთან, რაც არაერთხელ გამოგვიხატავს საერთაშორისო ფორმატებში
პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, 8 და 9 მაისს, საბრძოლო მოქმედებების ზონაში ზავი გამოცხადდება
შალვა პაპუაშვილი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაზე: როდესაც კითხულობ ამ ყალბი პათეტიკით გაჯერებულ ტექსტს იმ საელჩოს მხრიდან, რომელიც 2 წამყვანი ქართული მედიის მოკვლას ცდილობს, მხოლოდ ერთი შეფასება გიჩნდება - ნიანგის ცრემლები
ირაკლი კობახიძე: არავის ენანება არც 1 თეთრი, არც 50 და არც თუნდაც, 150 მილიონი იმაში, რასაც მოაქვს კონკრეტული შედეგი, მთავარია, ყველაფერი იყოს გონივრულად გააზრებული, სიფრთხილეა საჭირო, როდესაც ფარმაცევტულ კომპანიებს ეხება საქმე
არქივი