ეკა სეფაშვილი: პრემიერის მონაწილეობა ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტში, საქართველოს შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციაზე პასუხის გაცემის საშუალებას იძლევა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
51 05 მაისი 2026, 10:45
ევროპული პოლიტიკური საზოგადოების
სამიტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა პარტია “ხალხის ძალის” საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილი.

მისი განცხადებით, სამიტი წარმოადგენს პლატფორმას, სადაც საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია პარტნიორებს წარუდგინოს ქვეყნის შესახებ რეალური სურათი და უპასუხოს კრიტიკულ განცხადებებს.

“ძალიან მნიშვნელოვანია ამ სამიტში ჩვენი პრემიერის ჩართულობა, რადგან მას ეძლევა საშუალება მედიიდან და ზოგიერთი სახელმწიფო ლიდერისგან წამოსულ კრიტიკულ, ზოგჯერ დეზინფორმაციის შემცველ განცხადებებს, პირადად დაუპირისპიროს ამ დეზინფორმაციის საწინააღმდეგო რეალური არგუმენტები და ფაქტები, რომლებიც ასახავს საქართველოში არსებულ ვითარებას.

ერთია, როდესაც ისმენენ, მაგალითად, კაია კალასისგან ბრალდებებს, და მეორეა, როდესაც საქართველოს პრემიერი ფაქტებზე, ციფრებსა და ქვეყნის ბოლო პერიოდის განვითარებაზე დაყრდნობით აჩვენებს რეალურ სურათს. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი საქართველოს მონაწილეობა ამ სამიტში.

დიალოგი არის გახსნილი პლატფორმა, სადაც ყველა მხარეს აქვს შესაძლებლობა წარმოადგინოს თავისი არგუმენტები. ამ თვალსაზრისით, მიუღებელია  ევროკავშირის მხრიდან  დიალოგის ფორმატების შეზღუდვა. ეს სამიტი კი ნაწილობრივ ამსხვრევს ამ ჩაკეტილობას, თანაც უფრო ფართო მასშტაბით, რადგან აქ მონაწილეობენ არა მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნები, არამედ სხვა სახელმწიფოებიც,  მაგალითად, კანადა.

კანადის ჩართულობა მიუთითებს, რომ ეკონომიკური, ეკოლოგიური თუ პოლიტიკური პრობლემები საბოლოოდ ყველა სახელმწიფოს ეხება. სწორედ ამიტომ არის დაინტერესებული კანადა, რომ ჩართული იყოს იმ დისკუსიებსა და დებატებში, რომლებიც ევროპის კონტინენტზე მიმდინარეობს, რადგან ეს პროცესები ადრე თუ გვიან მასზეც მოახდენს გავლენას,”- განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი: იმ პირობებში, როდესაც ჩვენ უკრაინელი ლტოლვილები გავათანაბრეთ ქართველ დევნილებთან, ამის საპასუხოდ როდესაც უკრაინის მთავრობა საქართველოს თავს ესხმოდა, ეს იყო გასაკვირი და მიუღებელი
სუს-მა ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით სუს-ის მიერ დაკავებული პირი გიორგი უძილაურია
ანა დოლიძე ზურაბიშვილის წინააღმდეგ: მერამდენე მცდარი ნაბიჯი გადადგა, უკვე სათვალავი მერევა
პრემიერი: როგორც კი გამოვა საბჭოური მიდგომებიდან ევროპული ბიუროკრატია, მაშინვე გაჯანსაღდება ყველაფერი, ერთადერთი, რაც გვეამაყება და გვიხარია, ქართველი ხალხის ურყევი მხარდაჭერაა
არქივი