არჩილ გორდულაძე: ქალბატონი რასას ბოლშევიკურ წარსულს და გამოცდილებას მხარს უბამს ევროპარლამენტის ახლანდელი ბიუროკრატიაც და როგორც კლასიკურ ბოლშევიზმს შეეფერება, თავს ესხმიან დემოკრატიას და თავისუფალ სიტყვას, ასეთი რამ გაუგონარია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
99 05 მაისი 2026, 11:42

ქალბატონი რასას ბოლშევიკურ წარსულს და გამოცდილებას მხარს უბამს ევროპარლამენტის ახლანდელი ბიუროკრატიაც და როგორც კლასიკურ ბოლშევიზმს შეეფერება, თავს ესხმიან დემოკრატიას და თავისუფალ სიტყვას, ასეთი რამ გაუგონარია, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ რასა იუკნევიჩიენეზე საუბრისას.

მისივე თქმით, ეს კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ არის დაცლილი ევროკავშირის მოქმედი ბიუროკრატია ყველანაირი ევროპული საწყისისგან, ამის მაგალითებს ყოველ ფეხის ნაბიჯზე ამტკიცებენ.

„არახალია საქართველოზე თავდასხმა, ქართულ მედიაზე, ქართულ თავისუფალ სიტყვაზე, გამოხატვის თავისუფლებასა და ყველაფერ დემოკრატიულობაზე და ამ ყველაფერს ფუთავენ დემოკრატიის საფარ ქვეშ“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში რასა იუკნევიჩიენეს მიერ მომზადებულ დოკუმენტს უყრიან კენჭს. იუკნევიჩიენეს პროექტში შესწორებები შეიტანეს, სადაც რამდენიმე ევროპარლამენტარი მედიასაშუალებების- „იმედის“, „რუსთავი 2“ და „პოსტ ტივის“ სანქცირებას ითხოვს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი