შალვა პაპუაშვილი: სწორედ ბრიუსელი და უცხოური დაფინანსება კლავს საქართველოში თავისუფალ მედიას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
48 05 მაისი 2026, 16:08

სწორედ ბრიუსელი და უცხოური დაფინანსება კლავს საქართველოში თავისუფალ მედიას, იმორჩილებს მედიას საკუთარი პროპაგანდისთვის და ამით ძირს უთხრის მის თავისუფლებას. ასე რომ, როდესაც ვხედავთ, რომ მედიის მკვლელები თავს წარმოაჩენენ მედიის ჭირისუფლებად, ეს არის ყველაზე დიდი ცინიზმი, რაც კი შეიძლება ადამიანმა იხილოს, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის მიერ მხარდაჭერილი ანგარიშის პროექტზე, რომელშიც 3 ქართული ტელეკომპანიის დასანქცირების მოთხოვნაა გაწერილი.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ასეთი გადაწყვეტილებებით ევროპარლამენტი თავს იმკვიდრებს საბჭოთა კავშირის სახალხო ყრილობის მემკვიდრედ, რაც გასაკვირი არ არის, რადგან ევროპარლამენტის რიგებში „ვხედავთ საბჭოთა კავშირის ნომენკლატურისა თუ ელიტის წარმომადგენლებს“.

„როგორც მოსკოვის საკავშირო ყრილობა იღებდა მტრულ გადაწყვეტილებებს საქართველოსთან დაკავშირებით, ასევე, ბრიუსელის საკავშირო პარლამენტი დღეს იღებს მტრულ გადაწყვეტილებებს საქართველოსთან დაკავშირებით.

ამ რეზოლუციის ანგარიშის ავტორი გახლავთ ქალბატონი იუკნევიჩიანე, რომელიც გამოირჩევა ფაშისტური განცხადებებით ქართველი ხალხის მიმართ, რაც ნიშანდობლივია - რამდენიმე დღეში გვექნება კიდევ ერთი აღნიშვნა ფაშიზმზე გამარჯვების დღისა და სიმბოლურია, რომ 9 მაისამდე რამდენიმე დღით ადრე, ქალბატონი იუკნევიჩიანე არის ამ რეზოლუციის ავტორი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა მხარი დაუჭირა რასა იუკნევიჩიენეს ანგარიშის პროექტს და შესწორებებს. დოკუმენტი, სავარაუდოდ, 18-21 მაისის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შევა. რასა იუკნევიჩიენე ამტკიცებს, რომ საქართველო კანდიდატი ქვეყნის კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს და პერსონალურ სანქციებს ითხოვს. ასევე, შესწორებებით მოთხოვნილია სამი დამოუკიდებელი ტელეკომპანიის სანქცირება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯანდაცვის სამინისტრო: ელექტროენერგიის ახალი ტარიფის განსაზღვრის შემდეგ, სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, გაზრდილი ხარჯის სუბსიდირებას, სახელმწიფო საკუთარ თავზე იღებს
ლევან ხაბეიშვილი - ოპოზიციას ვთხოვ, გამაგებინეთ, 26 მაისის აქცია არის თუ არა, ზუსტად რომ იცოდეთ, სამწუხაროდ, 26 მაისს არანაირი კამპანია არ გაქვთ, არანაირი აქტიურობა არ არის
დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ ქვეყნის ახალი კანონი შესაძლებლობას იძლევა, აიკრძალოს მარშები, თუ ისინი ერთსა და იმავე ადგილას, ერთი და იმავე ადამიანების წინააღმდეგ მეორდება
შალვა პაპუაშვილი: იმ პირობებში, როდესაც ჩვენ უკრაინელი ლტოლვილები გავათანაბრეთ ქართველ დევნილებთან, ამის საპასუხოდ როდესაც უკრაინის მთავრობა საქართველოს თავს ესხმოდა, ეს იყო გასაკვირი და მიუღებელი
სუს-მა ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავა
არქივი