ლევან ხაბეიშვილი - ოპოზიციას ვთხოვ, გამაგებინეთ, 26 მაისის აქცია არის თუ არა, ზუსტად რომ იცოდეთ, სამწუხაროდ, 26 მაისს არანაირი კამპანია არ გაქვთ, არანაირი აქტიურობა არ არის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
58 05 მაისი 2026, 16:32

არაფერი იქნება გარედან, თუ ჩვენ, ხალხი არ გავიღვიძებთ. არავის ვაკრიტიკებ. არ ვაკრიტიკებ ოპოზიციას, ამ ადამიანების ნაწილად მიმაჩნია თავი. ეს ქვეყანა არ არის პილიტიკოსების, არ არის პოლიტიკური ლიდერების, ეს ქვეყანა არის თითოული მოქალაქის, საბრძოლი არის თითოული ჩვენგანის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

ხაბეიშვილმა მოუწოდა ოპოზიციას, გააგებინონ ხალხს, 26 მაისს გაიმართება თუ არა აქცია.

„ერთადერთი, რასაც ვთხოვ ოპოზიციას – გამაგებინეთ, 26 მაისის აქცია არის თუ არა? მე არ მაქვს სოციალური ქსელები და ტელევიზორში ვერ ვხედავ, არის თუ არა. ეს არ არის შენიშვნა და პრეტენზია. მე, როგორც გულშემატკივარს, ერთ რიგით თქვენიან მხარდამჭერს მაინტერესებს, რომელიც, ხვალ თქვენ თუ ლიდერები იქნებით, ხმას მოგცემთ, მხარს დაგიჭერთ. თუ აკეთებთ 26 მაისს რამეს, გეხვეწებით, 26-ჯერ მაინც თქვით ტელევიზორში. ეს არის ჩემი თხოვნა, რომ მე, როგორც ტელევიზორის მაყურებელს, გამაგებინეთ, 26 მაისს აქცია არის? არ არის? გამოვდივართ? ბევრნი უნდა ვიყოთ? – უნდა ვიყოთ; უნდა გავაგრძელოთ? – გავაგრძელოთ; აქტიურობა გვმართებს? – გვმართებს. გააგებინეთ ხალხს. გასაგებია, შეიძლება, მე ვერ გამოვიდე 26 მაისს თქვენთან ერთად აქციაზე, მაგრამ ვინც გიყურებთ, იმ ხალხისთვის მაინც თქვით, იქნება ეს აქცია თუ არა. ზუსტად იცოდეთ, რომ, სამწუხაროდ, 26 მაისს არანაირი კამპანია არ გაქვთ, არანაირი აქტიურობა არ არის. ეს არ არის საწყენი, არ არის შენიშვნა, ეს არის გულშემატკივრის პოზიცია. თვე-ნახევარი გავიდა, აქცია დაანონსებულია და ხალხს მეტი შეატყობინეთ. ასევე ხალხმაც უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა. პოლიტიკა გახდა საქმე, სადაც პოლიტიკურ საქმიანობას თუ ეწევი, მიდიხარ ციხეში. ამიტომ ყველაფერზე ამ პოლიტიკოსების მხარეს ხელის გაშვერა მაინცდამაინც სწორი საქციელი არ არის, თორემ ბევრი მეც არ მომწონს, ბევრს მეც არ მოვწონვარ“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი გაბუნია: ჩვენ კარგად ვიცით რასა იუკნევიჩიენეს როლი საქართველოს მიმართ, კარგად გვახსოვს ეს ადამიანი ჩამობრძანებული საქართველოში, სადაც პირდაპირ მონაწილეობდა პარლამენტთან გამართულ ძალადობრივ აქციებში
ჯანდაცვის სამინისტრო: ელექტროენერგიის ახალი ტარიფის განსაზღვრის შემდეგ, სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, გაზრდილი ხარჯის სუბსიდირებას, სახელმწიფო საკუთარ თავზე იღებს
დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ ქვეყნის ახალი კანონი შესაძლებლობას იძლევა, აიკრძალოს მარშები, თუ ისინი ერთსა და იმავე ადგილას, ერთი და იმავე ადამიანების წინააღმდეგ მეორდება
შალვა პაპუაშვილი: სწორედ ბრიუსელი და უცხოური დაფინანსება კლავს საქართველოში თავისუფალ მედიას
შალვა პაპუაშვილი: იმ პირობებში, როდესაც ჩვენ უკრაინელი ლტოლვილები გავათანაბრეთ ქართველ დევნილებთან, ამის საპასუხოდ როდესაც უკრაინის მთავრობა საქართველოს თავს ესხმოდა, ეს იყო გასაკვირი და მიუღებელი
არქივი