ჯანდაცვის სამინისტრო: ელექტროენერგიის ახალი ტარიფის განსაზღვრის შემდეგ, სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, გაზრდილი ხარჯის სუბსიდირებას, სახელმწიფო საკუთარ თავზე იღებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
52 05 მაისი 2026, 16:55

ელექტროენერგიის ახალი ტარიფის განსაზღვრის შემდეგ, სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, გაზრდილი ხარჯის სუბსიდირებას სახელმწიფო საკუთარ თავზე იღებს, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.

„ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვანი სიახლეა ბოლოდროინდელი ცვლილებების ფონზე, რაც უკავშირდება ელექტროენერგეტიკის სექტორში არსებული ტარიფების გადახედვას. მივიღეთ გადაწყვეტილება და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა ეს გაზრდილი ხარჯი, სახელმწიფოს მხრიდან, საკუთარ თავზე იქნა აღებული. ეს მნიშვნელოვანია სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობისთვის“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ელექტროენერგიის სუბსიდირების თანხის გაზრდის მიზანია, ახალი ტარიფის განსაზღვრის შემდეგ, შეჭირვებული ოჯახებისთვის ელექტროენერგიის გადასახადი უცვლელი დარჩეს.

მთავრობის დადგენილებით - ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-ზე ნაკლებია, დამატებით - 5 თეთრი დაუსუბსიდირდებათ.

სიახლე თბილისის მუნიციპალიტეტის გარდა მთელი ქვეყნის მასშტაბით მცხოვრებ ბენეფიციარებს შეეხებათ.

რაც შეეხება მრავალშვილიან ოჯახებს, ელექტროენერგიის ახალი ტარიფის შესაბამისად, დამატებით - 10 ლარის სუბსიდიას მიიღებენ. მთელი ქვეყნის მასშტაბით, ამ სტატუსის მქონე ოჯახები, სოციალური შეღავათის სახით, ელექტროენერგიის გადასახადისთვის 20 ლარის ნაცვლად 30 ლარს მიიღებენ. ამას ემატება 10-ლარიანი სუბსიდია ყოველ მომდევნო შვილზე.

ცვლილება ძალაში პირველი აპრილიდან შევიდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი გაბუნია: ჩვენ კარგად ვიცით რასა იუკნევიჩიენეს როლი საქართველოს მიმართ, კარგად გვახსოვს ეს ადამიანი ჩამობრძანებული საქართველოში, სადაც პირდაპირ მონაწილეობდა პარლამენტთან გამართულ ძალადობრივ აქციებში
ლევან ხაბეიშვილი - ოპოზიციას ვთხოვ, გამაგებინეთ, 26 მაისის აქცია არის თუ არა, ზუსტად რომ იცოდეთ, სამწუხაროდ, 26 მაისს არანაირი კამპანია არ გაქვთ, არანაირი აქტიურობა არ არის
დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ ქვეყნის ახალი კანონი შესაძლებლობას იძლევა, აიკრძალოს მარშები, თუ ისინი ერთსა და იმავე ადგილას, ერთი და იმავე ადამიანების წინააღმდეგ მეორდება
შალვა პაპუაშვილი: სწორედ ბრიუსელი და უცხოური დაფინანსება კლავს საქართველოში თავისუფალ მედიას
შალვა პაპუაშვილი: იმ პირობებში, როდესაც ჩვენ უკრაინელი ლტოლვილები გავათანაბრეთ ქართველ დევნილებთან, ამის საპასუხოდ როდესაც უკრაინის მთავრობა საქართველოს თავს ესხმოდა, ეს იყო გასაკვირი და მიუღებელი
არქივი