გიორგი გაბუნია: ჩვენ კარგად ვიცით რასა იუკნევიჩიენეს როლი საქართველოს მიმართ, კარგად გვახსოვს ეს ადამიანი ჩამობრძანებული საქართველოში, სადაც პირდაპირ მონაწილეობდა პარლამენტთან გამართულ ძალადობრივ აქციებში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
57 05 მაისი 2026, 19:03

რასა იუკნევიჩიენე საქართველოს მიმართ არაერთი მტრული და არამეგობრული განცხადებით არის ცნობილი და ის პირდაპირ იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მესიჯბოქსზე დამჯდარი, როგორც სხვა რადიკალური ძალის წარმომადგენლები, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა გიორგი გაბუნიამ რასა იუკნევიჩიენეს მიერ წარდგენილ რეზოლუციაზე საუბრისას.

მისი თქმით, ეს არის 2025 წლის ევროკომისიის ანგარიშის საფუძველზე შექმნილი 16 თებერვლის რეზოლუცია, რომელიც ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა განიხილა და ივნისში წარედგინება პლენარულ სხდომას განსახილველად, სადაც კენჭი ეყრება.

„ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რასა იუკნევიჩიენეს როლი და დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. ჩვენ კარგად გვახსოვს ეს ადამიანი ჩამობრძანებული საქართველოში, სადაც პირდაპირ იღებდა მონაწილეობას იმ ძალადობრივ აქციებში, რომელიც იმართებოდა საქართველოს პარლამენტის წინ. ადამიანი, რომელიც არაერთი მტრული და არამეგობრული განცხადებით არის ცნობილი საქართველოს მიმართ. ეს ადამიანი პირდაპირ იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მესიჯბოქსზე დამჯდარი, როგორც სხვა რადიკალური ძალის წარმომადგენლები“, - აღნიშნა გაბუნიამ.

მისივე თქმით, ყველაზე ნიშანდობლივი არის განცხადებები და აგრესია ქართული მედიის, თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ, რომ გაჟღერდა ინიციატივა ქართული ტელევიზიების „იმედის“, „პოსტივისა“ და „რუსთავი 2“-ის დასანქცირებაზე. გაბუნია ამ ფაქტს უკიდურესად აღმაშფოთებელს უწოდებს და ამ ტელეკომპანიებს სრულ სოლიდარობას უცხადებს.

„ეს კიდევ ერთი ნათელი დასტურია იმისა, რომ ტელევიზიები, რომელთა მიმართაც ხორციელდება ეს პოლიტიკური აგრესია, დაუპირისპირდით იმ საშინელ დეზინფორმაციულ კამპანიას, რომელიც წარმოებდა საქართველოში და მიზნად ისახავდა ჩვენი საზოგადოების დამძიმებას. სწორედ ამ დეზინფორმაციის კამპანიას დაუპირისპირდნენ ეს ტელევიზიები და სწორედ თქვენი მეშვეობით ვახერხებთ იმას, რომ საზოგადოებას დავანახოთ რეალობა“, - აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ტრამპი: როდესაც ომი დასრულდება, ნავთობის ფასი უბრალოდ დასტაბილურდება
საგარეო უწყება ევროპარლამენტის ანგარიშზე: ანგარიში სრულიად აცდენილია რეალობას, ფაქტების მიზანმიმართული დამახინჯებით, აბსურდული ბრალდებებით და ინფორმაციით მანიპულირების მეთოდების გამოყენებით ტირაჟირებას უკეთებს დეზინფორმაციას
სეფაშვილი რეგიონებში გამართულ შეხვედრებზე: მოვისმინეთ ბევრი პრობლემისა და გამოწვევის შესახებ. ვისაუბრეთ ახალგაზრდების პრობლემებზე, დემოგრაფიული მდგომარეობის შესახებ, რეგიონში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებსა და გამოწვევებზე
სოზარ სუბარი: ცხადი იყო, რომ ოპოზიციის რეგიონებში გასვლა კრახით დასრულდებოდა, რადგან მათ ხალხთან არ მიესვლებათ და საზოგადოებისთვის სათქმელიც არაფერი აქვთ
POLITICO: 2024 წლის ევროკავშირის საარჩევნო კამპანიის დროს პოლიტიკურმა პარტიებმა და ფონდებმა 1.5 მილიონი ევრო არამიზნობრივად დახარჯეს
არქივი