სოზარ სუბარი: ცხადი იყო, რომ ოპოზიციის რეგიონებში გასვლა კრახით დასრულდებოდა, რადგან მათ ხალხთან არ მიესვლებათ და საზოგადოებისთვის სათქმელიც არაფერი აქვთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
50 05 მაისი 2026, 20:11

ოპოზიციის რეგიონებში აქტიურობასა და მათ მიერ შექმნილ ალიანსებზე ისაუბრა პარტია „ხალხის ძალის” თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა.

მისი განცხადებით, ოპოზიციას საზოგადოებასთან კომუნიკაცია უჭირს და რეგიონებში მათი გააქტიურება შედეგს ვერ გამოიღებს. დეპუტატი ასევე აღნიშნავს, რომ ოპოზიციური გაერთიანებები ხელოვნურია და გარე გავლენებით ყალიბდება.

„ცხადი იყო, რომ ოპოზიციის რეგიონებში გასვლა კრახით დასრულდებოდა, რადგან მათ ხალხთან არ მიესვლებათ და საზოგადოებისთვის სათქმელიც არაფერი აქვთ. ხალხს ისინი ეზიზღება და, შესაბამისად, სალაპარაკოც არაფერი აქვთ.

რაც შეეხება მათ მიერ ასეთი ალიანსების შექმნას, ეს ხელოვნურია, რადგან მსგავსი გაერთიანებები ოპოზიციაში იქმნება იმიტომ, რომ ამას უცხოეთიდან მათი პატრონები ავალებენ. თუმცა ეს დავალება დიდხანს ვერ მოქმედებს, რადგან საბოლოოდ ერთმანეთის გაუტანლობა და პირველობისკენ სწრაფვა სძლევს ნებისმიერ მსგავს დავალებას.

ამიტომაც, ასეთ ალიანსებს არანაირი შანსი არ აქვთ. კი, ისინი ბევრს ცდილობენ, რომ ქვეყანას ავნონ, მაგრამ ხალხი ბრძენია და არ მისცემს გასაქანს ამ ქვეყნის მტრებს,”- განაცხადა სოზარ სუბარმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ტრამპი: როდესაც ომი დასრულდება, ნავთობის ფასი უბრალოდ დასტაბილურდება
საგარეო უწყება ევროპარლამენტის ანგარიშზე: ანგარიში სრულიად აცდენილია რეალობას, ფაქტების მიზანმიმართული დამახინჯებით, აბსურდული ბრალდებებით და ინფორმაციით მანიპულირების მეთოდების გამოყენებით ტირაჟირებას უკეთებს დეზინფორმაციას
სეფაშვილი რეგიონებში გამართულ შეხვედრებზე: მოვისმინეთ ბევრი პრობლემისა და გამოწვევის შესახებ. ვისაუბრეთ ახალგაზრდების პრობლემებზე, დემოგრაფიული მდგომარეობის შესახებ, რეგიონში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებსა და გამოწვევებზე
POLITICO: 2024 წლის ევროკავშირის საარჩევნო კამპანიის დროს პოლიტიკურმა პარტიებმა და ფონდებმა 1.5 მილიონი ევრო არამიზნობრივად დახარჯეს
გრძელდება პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ წევრების შეხვედრები მუნიციპალიტეტების საკრებულოების ფრაქციების წარმომადგენლებთან
არქივი