50
06 მაისი 2026, 11:19
„ოპერაცია „ეპიკური რისხვა“ დასრულებულია, როგორც პრეზიდენტმა კონგრესს აცნობა. ჩვენ ეს ეტაპი დავასრულეთ“, - თქვა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე.
გარდა ამისა, 6 მაისის ღამეს ტრამპმა განაცხადა, რომ ოპერაცია „თავისუფლების პროექტი“, რომლის ფარგლებშიც ამერიკელი სამხედროები ჰორმუზის სრუტეში კომერციულ გემებს გააცილებენ, „მოკლე პერიოდით შეჩერდება, რათა გაირკვეს, მოხერხდება თუ არა ირანთან შეთანხმების საბოლოოდ გაფორმება და ხელმოწერა“.
1 მაისს დონალდ ტრამპმა უკვე აცნობა აშშ-ის კონგრესს ირანის წინააღმდეგ ომის დასრულების შესახებ. ამ გზით ტრამპის ადმინისტრაციამ გვერდი აუარა 1973 წლის კანონს, რომლის მიხედვითაც, 60 დღეზე მეტი ხანგრძლივობის სამხედრო კონფლიქტის გასაგრძელებლად თეთრ სახლს კონგრესის მხარდაჭერა სჭირდება.
ამასთან, 5 მაისის საღამოს სპარსეთის ყურეში შევიდა მესამე ამერიკული სარაკეტო გამანადგურებელი USS Rafael Peralta, „თავისუფლების პროექტის“ მისიის ფარგლებში. ამ დროისთვის სამივე ხომალდი სრუტის დასავლეთ ნაწილში იმყოფება და შემდგომ მითითებებს ელოდება.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |