55
06 მაისი 2026, 13:17
Financial Times-ის ცნობით, რომელიც S&P Global Energy-სა და Goldman Sachs-ის მონაცემებს ეყრდნობა, აპრილში მსოფლიო ნავთობის მარაგები თითქმის 200 მილიონი ბარელით შემცირდა, ანუ დღეში დაახლოებით 6.6 მილიონი ბარელით.
Goldman Sachs-ის შეფასებით, მსოფლიოში ნავთობპროდუქტების - ბენზინის, დიზელისა და საავიაციო საწვავის - მარაგი მხოლოდ 45 დღისთვისაა საკმარისი.
S&P-ის ინფორმაციით, ირანის წინააღმდეგ ომის გამო ნავთობის ბაზარმა უკვე 1 მილიარდი ბარელი ნავთობი დაკარგა. მიუხედავად იმისა, რომ ნავთობზე მოთხოვნა ასევე მცირდება, ეს მაინც ვერ ანაზღაურებს მიწოდების შემცირებას.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |