თორნიკე მოლაშვილი: ბატონო უინსტონ, რადგან ამერიკელი ხართ და გაქვთ პრეტენზია, ერკვეოდეთ პოლიტიკურ საკითხებში, გაგახსენებთ, რომ კაპიტოლიუმზე თავდასხმის საქმეზე აშშ-ის სასამართლომ 2500-ზე მეტი პირი გაასამართლა და დააპატიმრა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
49 07 მაისი 2026, 12:57

ბატონო უინსტონ, რადგან თქვენ ამერიკელი ხართ და გაქვთ პრეტენზია, ერკვეოდეთ პოლიტიკურ საკითხებში, გაგახსენებთ, რომ კაპიტოლიუმზე თავდასხმისა და ხელისუფლების დამხობის საქმეზე ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლომ 2500-ზე მეტი პირი გაასამართლა და დააპატიმრა, - ასე პასუხობს სულხან მოლაშვილის ძმა, თორნიკე მოლაშვილი ამერიკელ დირიჟორს, Opera USA-ს სამხატვრო ხელმძღვანელ უინსტონ ვოგელს, რომელმაც პაატა ბურჭულაძის გათავისუფლების მოთხოვნით ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართა.

როგორც თორნიკე მოლაშვილი აღნიშნავს, მას [უინსტონ ვოგელს] აქვს უფლება საკუთარი აზრი ჰქონდეს, ასევე აქვს უფლება გვერდით დაუდგეს მეგობრებს, მაგრამ არ აქვს უფლება, საზოგადოებას უმტკიცოს, რომ თეთრი შავია და პირიქით.

„საჯარო პასუხი ამერიკელ დირიჟორს, Opera USA-ს სამხატვრო ხელმძღვანელ უინსტონ ვოგელს

მოგესალმებით ლამაზი და დემოკრატიული, სუვერენული საქართველოდან. მე ვარ თორნიკე მოლაშვილი, ერთი რიგითი ქართველი, ჩემი სამშობლოს პატრიოტი, ნაციონალური მოძრაობის კრიმინალური რეჟიმის მიერ ნაწამები და მოკლული სულხან მოლაშვილის ძმა.

ბატონო უინსტონ, წავიკითხე თქვენი მიმართვა ბიძინა ივანიშვილის მიმართ, სადაც უსინდისოდ ცდილობთ კრიმინალი პაატა ბურჭულაძის გამართლებას და მის წარმოჩენას სპეტაკ ადამიანად, ყურადღებას ამახვილებთ მის პროფესიულ ღირსებებზე, მაგრამ არაფერს ამბობთ იმ უმძიმეს დანაშაულზე, რასაც სახელმწიფოს დამხობის და კონსტიტუციური წესრიგის მორღვევის მცდელობა ჰქვია.

რადგან თქვენ თვალები გაქვთ შეგნებულად დაბრმავებული და ბინძური პროპაგანდით ცდილობთ ბურჭულაძისგან „წამებულის“ გამოძერწვას, მე დაგეხმარებით სიმართლის გარკვევაში და ვეცდები, ჩემი ეს წერილი თქვენამდე აუცილებლად მოვიდეს.

ის ფაქტი, რომ პაატა ბურჭულაძე საქვეყნოდ ცნობილი ხელოვანია, ამაზე არავინ დავობს. მეორე მხრივ, საერთაშორისოდ აღიარებული მომღერლის სტატუსი არ აძლევს არც ერთ ადამიანს უფლებას, ორგანიზება გაუკეთოს სახელმწიფოს დამხობის მცდელობას. ბატონო უინსტონ, რადგან თქვენ ამერიკელი ხართ და გაქვთ პრეტენზია, ერკვეოდეთ პოლიტიკურ საკითხებში, გაგახსენებთ, რომ კაპიტოლიუმზე თავდასხმისა და ხელისუფლების დამხობის საქმეზე ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლომ 2500-ზე მეტი პირი გაასამართლა და დააპატიმრა.

თქვენ გაქვთ უფლება გქონდეთ თქვენი აზრი, ასევე გაქვთ უფლება გვერდით დაუდგეთ თქვენს მეგობრებს, მაგრამ არ გაქვთ უფლება, საზოგადოებას უმტკიცოთ, რომ თეთრი შავია და პირიქით, შავი - თეთრი. არავინ გაგიტარებთ მსგავს უტიფრობას, რადგან 4 ოქტომბერს ბურჭულაძეს რომ მისი უკანონო განზრახვა სისრულეში მოეყვანა, დღეს საქართველო ომისა და უბედურების ქარ-ცეცხლში იქნებოდა გახვეული.

თქვენი სამშობლოსგან, ამერიკისგან განსხვავებით, სადაც მედია, პოლიტიკა, ბიზნესი - ყველაფერი ერთი ხელით კონტროლდება ჩრდილოვანი მმართველების მიერ, რომელსაც ხშირად გლობალური ომის პარტიის სახელით მოიხსენიებენ, საქართველოში დემოკრატია სუფევს. ნამდვილი, ჭეშმარიტი დემოკრატია. აქ ყველას აქვს უფლება, თქვას რაც უნდა, მაგრამ არავის აქვს უფლება, დაამხოს კანონიერი ხელისუფლება. აქ თქვენი უტიფარი ბოდვაც კი მოხვდა საინფორმაციო საშუალებათა ყურადღების ქვეშ, მაგრამ ისიც უნდა იცოდეთ, რომ პასუხს მიიღებთ ტყუილების გამო“, - წერს თორნიკე მოლაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი მონტენეგროს პარლამენტის პრეზიდენტს შეხვდა
საგანმანათლებლო პროექტი „ვარ ჩემი სკოლის საარჩევნო ამბასადორი“ წარმატებით დასრულდა
დავით ქართველიშვილი: გახარიას პარტიის მცდელობა, „ინფლაციასთან მებრძოლების“ როლი მოირგონ, უფრო პოლიტიკურ სტენდაპს ჰგავს, ძალიან ცუდი მეხსიერების მქონე მსახიობებით
პროკურორი გიორგი უძილაურზე: საქმეში მოპოვებულია პირდაპირი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ჯაშუშობის ფაქტს
გურამ მაჭარაშვილი: 4 ოქტომბერს არა მხოლოდ არ შედგა ე.წ. რევოლუციების და დამხობების სცენარი, არამედ იდეა გადატყდა თავიდან ბოლომდე, რომ საქართველოში არ შედგება ეს დამხობები და რევოლუციები იმიტომ, რომ ასეთია ნება ქართველი ხალხისა
არქივი