კახა კალაძე 4 ოქტომბერს დაკავებულებზე: მათ სახელმწიფო გადატრიალების დავალება ჰქონდათ, მაგრამ შესაბამისმა სამსახურებმა მაღალ დონეზე იმუშავეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
53 07 მაისი 2026, 13:40

თბილისის მერი გამოეხმაურა 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულების საქმეს.

მანვე აღნიშნა, რომ მათ ხელისუფლების წარმომადგენლები მოუწოდებდნენ, არ ჩაედინათ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები, რაც არ გაითვალისწინეს რის გამოც, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ.

„ამ ადამიანებს მთელი თვე ჰქონდათ კამპანია, თუ რას აპირებდნენ. ამაზე ღიად საუბრობდნენ. 4 ოქტომბერს კი პროცესის განხორციელება დაიწყეს. მივარდნენ პრეზიდენტის სასახლესთან, შეცვივდნენ ეზოში და ა.შ. შესაბამისმა სამსახურებმა მაღალ დონეზე იმუშავეს. მაშინ ყველას მოვუწოდებდით, არ გადაედგათ კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯი, მაგრამ ამ ადამიანებს ჰქონდათ დავალება, გეგმა, რომ მოეწყოთ სახელმწიფო გადატრიალება. კანონის წინაშე ყველას პასუხი მოეთხოვება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის ნებისმიერი ინიციატივა განწირულია ფიასკოსთვის, 10 კაცშიც ვერ ახერხებენ, ეს ადამიანები ერთიანობის შენარჩუნებას
პრემიერი: ყველას ვულოცავ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, განსაკუთრებით ჩვენს ვეტერანებს, 300 000 ქართველი შეეწირა ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლას, ასი ათასობით ქართველი იბრძოდა ფრონტზე, ჩვენი ვალია, პატივი მივაგოთ თითოეული გმირის ხსოვნას
ირაკლი კობახიძე: ბატონი ჰერჩინსკი ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ გაეფუჭებინა ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის შესაბამისად ის ღონისძიება, რომელიც ტარდება მისი ხელმძღვანელობით, სამწუხაროდ, დიდ ღირებულებას არ ატარებს
ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობა“ ნიშნავს მედიის თავისუფლების და ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვას
პრემიერი: სიმბოლურია 9 მაისს ევროპის დღის აღნიშვნა, 9 მაისი იყო ათვლის წერტილი ახალი ეპოქისა ევროპის ისტორიაში - იმედია, ის პრინციპები, რომლებსაც დაეფუძნა ევროპა გასული საუკუნის 40-იანის წლების შემდეგ, დაბრუნდება ევროპულ დღის წესრიგში
არქივი